ჟერარ პიკე "პარი სენ-ჟერმენთან" თამაშის იმედს არ კარგავს

ჟერარ პიკე "პარი სენ-ჟერმენთან" თამაშის იმედს არ კარგავს

"ბარსელონას" ცენტრალური მცველი ჟერარ პიკე ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ სამშაბათს ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის პირველ მატჩში "პარი სენ-ჟერმენის" წინააღმდეგ ითამაშოს.

პიკემ მძიმე ტრავმა თითქმის 3 თვის წინ მადრიდის "ატლეტიკოსთან" შეხვედრაში მიიღო. 34 წლის უკანახაზელი სწრაფად გამოსაჯანმრთელებლად თავდაუზოგავად მუშაობს, თუმცა იგი, ჯერჯერობით, გუნდთან ერთად ვარჯიშს ვერ ახერხებს.

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, პიკემ დღეს დილით კვლავ განცალკევებით ივარჯიშა. მან სპეციფიკური სამუშაოები შეასრულა. ჟერარი ცდილობს, რომ მან ხვალ თანაგუნდელებთან ერთად ივარჯიშოს.

"ბლაუგრანა" პსჟ-სთან შეხვედრამდე 2-ჯერ ივარჯიშებს. თუ ესპანელი ფეხბურთელი ხვალ გუნდთან ერთად ივარჯიშებს, მისი სამშაბათს თამაშის შანსები გაიზრდება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 11 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #11 14 თებერვალი 2021 12:24
    0
    რავიცი, ასე უთამაშებელი ჰოსპიტლიდან პირდაპირ ლიგაზე? ცოტა სახიფათო ხო არ იქნება.
    Wtf man
    სტუმარი [?]
    #10 14 თებერვალი 2021 00:53
    0
    არაუხო იყოს და ამას არ დავეძებ. გააქვავებდა ნებიამიერს არაუხო
    Culé [?]
    #9 13 თებერვალი 2021 21:53
    0
    აუ რა გიჟია 😆💙❤️❤️❤️
    უფრო არ გაიმიზეზოს იყოს სადაცაა 😁❤️❤️
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 13 თებერვალი 2021 21:35
    1
    დაეტიოს ერთი უარესი არ დაემართოს
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    წევრი [?]
    #7 13 თებერვალი 2021 18:38
    2
    პიკე ლენგლე უმტიტს მაინც ჯობია ჯობია დადგეს მარა ახალ დაბრუნებული როიქნება და ამდენიხნის უთამაშებელი მაგპონტში შეიძლება რისკი იყოს
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 13 თებერვალი 2021 18:36
    0
    1 კვირის მერე, რომ იყოს თამაში მგონი ორივე მწყობრში იქნება, ესეც და არაუხოც.
    Culé [?]
    #5 13 თებერვალი 2021 18:35
    0
    არ გვინდა რა მაინც ახალდაბრუნებული პიკე ჩაუქროლებს მბაპე ქორივით და დაგვაწყვეტს ნერვებს. განმეორებითში შეიძლება ცოტა ფორმას რომ აკრეფს.
    Culé [?]
    #4 13 თებერვალი 2021 18:30
    0
    NEYBarca,
    მაშინ მასე მბაპე ლანგლესაც და უმტიტსაც ათრევს რითი ჯობს ან ერთი ან მეორე პიკეს.
    Culé [?]
    #3 13 თებერვალი 2021 18:27
    2
    ეგრე არ გვაწყობს რომ პირდაპირ დაიწყოს! ამიტომ არ დადგეს ჯობს!
    --------------------
    🗣Johan Cruyff:🗣
    "ფეხბურთის თამაში მარტივია, თუმცა მარტივი ფეხბურთის თამაში - რთული"
    " ხარისხი შედეგის გარეშე უსარგებლოა. შედეგი ხარისხის გარეშე მოსაწყენი. "
    ფანი [?]
    #2 13 თებერვალი 2021 18:18
    1
    მეორე თამაშში არაუხო პიკე უნდა დადგეეეს🙃პირველ თამაშში წესით არ უნდა გაგვიჭირდეეს,ნეიმარი დიმარია არყავთ,იკარდის ნავასისა და ვერატის თამაში საეჭვოოა და დაცვა არც მაგათ ყავთ გადასარევიიი😒ასე,რომ არ ღირს პირველ თამაშში გარისკვა❤️
    Culé [?]
    #1 13 თებერვალი 2021 17:57
    4
    ვავა :დ ინიაკიმ ათრია პიკე და მბაპე რას უზამს სისწრაფეში წარმოდგენაც არ მინდა. ასე რო დაეტიოს სკამზე ან განაცხადს მიღმა სჯობს.