ნაკლები თამაში და მეტი "კლასიკო" - ფედერაციის პრეზიდენტი UEFA-ს სუპერ ლიგის შექმნას ეწინააღმდეგება
ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი UEFA-ს მიერ ტოპ კლუბებისთვის ახალი ტურნირის შექმნას მართებულად არ მიიჩნევს. ლუის რუბიალესის განცხადებით, ამ ცვლილების თავიდან ასარიდებლად შიდა ჩემპიონატების ფორმატი განსხვავებული უნდა გახდეს.
რა თქმა უნდა, დიდმა კლუბებმა ერთმანეთთან ხშირად უნდა ითამაშოს, რადგან ასეთი მატჩები დიდ ყურადღებას იპყრობს, თუმცა იმედი მაქვს, რომ სუპერ ლიგა არ შედგება. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩემპიონატების ორგანიზატორებმა ფორმატის ცვლილებაზე უნდა იფიქრონ.
რეფორმის ორი გზა გვაქვს: ლიგის მონაწილე გუნდების რაოდენობა უნდა შემცირდეს, რაც კლუბებს არ ენდომებათ, ან ფორმატი ისე უნდა შევცვალოთ, რომ 38-ის ნაცვლად, დავუშვათ, 33 ტური ჩატარდეს და "ელ კლასიკო" ორზე მეტჯერ ჩატარდეს.
ამ თემაზე ხავიერ ტებასთან [ლიგის პრეზიდენტი] მოლაპარაკებები გვექნება.
ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და ვფიქრობ, გამოყოფილი გუნდებით ახალი ლიგის შექმნა საჭირო არ გახდება.

- რუბიალესის სიტყვებს El Larguero-ზე დაყრდნობით Tribuna ციტირებს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]