ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 13 თებერვალი

ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 13 თებერვალი

განვაგრძობთ რუბრიკას "ერთი დღე "ბარსელონას" ისტორიაში". ამჯერად შემოგთავაზებთ "ბარსელონასთან "დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 13 თებერვალს მოხდა.

თამაშები

13 თებერვალს "ბარსელონას" 8-ჯერ უთამაშია. კატალონიელებმა 3 მატჩი მოიგეს, 1 ფრედ დაასრულეს და 4 წააგეს.

1955 წელი

"მალაგასთან" "ლეს კორტსზე" გამართულ ლა ლიგის მატჩში "ბარსელონამ" 5-0 მოიგო. მასპინძელთაგან თავი კუბალამ (3) და მორენომ გამოიჩინეს, ხოლო ალონსომ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა.

1964 წელი

გარდაიცვალა "ბარსელონას" ლეგენდა პაულინო ალკანტარა

1965 წელი

გარდაიცვალა "ბარსელონას" ყოფილი ფეხბურთელი მანუელ ამეჩასურა.

1979 წელი

დაიბადა "ბარსელონას” ყოფილი ფეხბურთელი რაფაელ მარკესი. 2003-2010 წლებში მან "ბლაუგრანას" მაისურით 242 თამაში ჩაატარა, 13 გოლი გაიტანა და 12 ტიტული მოიგო (4 ლა ლიგა, 1 ესპანეთის თასი, 3 ესპანეთის სუპერ თასი, 2 ჩემპიონთა ლიგა, 1 ევროპის სუპერ თასი, 1 მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი).

1993 წელი

"ატლეტიკოსთან" "კამპ ნოუზე" გამართული შეხვედრა (1-1) ანდონი სუბისარეტასთვის "ბარსელონას" მაისურით ლა ლიგაში ჩატარებული 250-ე მატჩი გამოდგა. იგივე თამაში თამაში ჩიკი ბეგირისტაინისთვის ლა ლიგაში 350-ე გამოდგა.

1994 წელი

"ბარსელონამ" "სარაგოსასთან" ლა ლიგაში 3-6 წააგო. სტუმართაგან გოლები რომარიომ (2) და ლაუდრუპმა გაიტანეს.

2000 წელი

"ბეტისთან" სტუმრად 1-2 წაგება ლუი ვან გაალისთვის ლა ლიგაში მე-100 თამაში გამოდგა. იმ შეხვედრაში ლა ლიგაში თავისი 50-ე გოლი გაიტანა პატრიკ კლუივერტმა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 13 თებერვალი 2021 15:42
    0
    პანაშვიდების წელი ყოფილა.
    Culé [?]
    #1 13 თებერვალი 2021 14:12
    0
    13 რიცხვი მაინც თავისას შვრება.