მესი დაისვენებს? | 3 სახის ტაქტიკური მონახაზი "ალავესთან"

მესი დაისვენებს? | 3 სახის ტაქტიკური მონახაზი "ალავესთან"

"ბარსელონას" ჩემპიონთა ლიგის ფლეი ოფის პირველი შეხვედრა სულ მალე ექნება ჩასატარებელი. ხვალინდელ 23-ე ტურის შეხვედრაში კი, შესაძლოა, ზემდეტად გადახალისებული შემადგენლობა ვიხილოთ. 

გარდა იმისა, რომ პსჟ-სთან პრინციპული დაპირისპირება ახლოვდება, გუნდს ლაზარეთში ერთბაშად 8 ფეხბურთელი ჰყავს. ქვემოთ სამ სავარაუდო ტაქტიკურ მონახაზს განვიხილავთ, რომელიც, შესაძლოა, რონალდ კუმანმა "ალავესთან" გამოიყენოს.

ვარიანტი N1

რა თქმა უნდა, ლეო მესის პსჟ-სთან საუკეთესო ფორმაში ყოფნა მთავარი მიზანია. შესაბამისად, მას დასვენება ნამდვილად სჭირდება. 

ახალგაზრდა რიკი პუჩისთვის ძირითადი შემადგენლობიდან დასაწყებად იდეალური მომენტია, ისევე როგორც კლემან ლანგლესთვის, რომელმაც "სევილიასთან" 90 წუთი სათადარიგოთა სკამზე გაატარა.

ვარიანტი N2

თუ მესის დასვენებას კუმანი მეორე ტაიმში გადაწყვეტს, ეს თერთმეტეულიც განსახილველად რეალურია.

ოსკარ მინგესა სამუელ უმტიტის ჩაანაცვლებს. იქიდან გამომდინარე, რომ სერჟინიო დესტს მცირე ტრავმა ისევ აწუხებს, შესაძლოა, ჟუნიორ ფირპო მარჯვენა მცველის პოზიციაზე კვლავ მოგვევლინოს.

ვარიანტი N3

 

თუ მესისა და პუჩის ხილვა პირველივე წუთებიდან გსურთ, ეს საუკეთესო ვარიანტია.

4-3-3 ტაქტიკა გადახალისებული უკანა ხაზით და სოლიდური ნახევარდაცვით.

 

 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 10 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #10 13 თებერვალი 2021 15:52
    0
    მესამე კაია, თუ უმტიტიმ არ ჩაი-ვა.
    გულშემატკივარი [?]
    #9 13 თებერვალი 2021 14:48
    0
    ტერ შტეგენი
    მინგეზა-უმტიტი-ლენგლე-ფირპო
    პუჩი-პიანიჩი-პედრი
    ტრინკაო-გრიზმანი-დემბელე


    მესი, დე იონგი, ალბა, ბუსკეტსი უნდა დაასვენოს... მეკარის თემაშიც შეიძლება ნეტო ვათამაშოთ.
    წევრი [?]
    #8 13 თებერვალი 2021 13:15
    0
    თუ მესისს დაასვენებს თამაშს არ ვუყურებ თვალები მეტკინება დემბელეს ფართხა ფურთხით.
    გულშემატკივარი [?]
    #7 13 თებერვალი 2021 10:55
    0
    ითამაშოს, თორეომ რონალდუს ისეთი ტემპით გააქ გოლები, მესის მოუწევს 40 წლამდე თამსი მაგის რეკორდების დასამხობად
    გულშემატკივარი [?]
    #6 13 თებერვალი 2021 10:11
    0
    მესი ისედაც ახერხებს თავისით დასვენებას თამაშის დროს თან რაღაც მატჩები გამოტოვა,ჯობია დაჟე მესი იყოს მარა პედრი გრიზო დეიონგი დემბელე ალბა ამათმა უეჭველი უნდა დაისვენონ პსჟსთვის.
    საერთოდ არ უნდა შემოიყვანოს ჩემი აზრით.
    Culé [?]
    #5 13 თებერვალი 2021 01:20
    3
    მე ვინ მეკითხება თუმცა ვფიქრობ კარგი იქნება თუ გრიზმანი და პედრი დაისვენებენ, ისე როგორც დე იონგი. სამივე ძალიან ბევრს თამაშობს, ამ დროს კი ტრინკაუ და კონრადი მიიღებენ შანსებს, პუჩთან ერთად. მესის დასვენების იდეაც მხიბლავს თუმცა მეშინია ზედმეტი არ გამოვიდეს 😁💙❤️
    გულშემატკივარი [?]
    #4 13 თებერვალი 2021 01:15
    1
    მესიმ და გრიზმანმა უნდა დაისვენონ. გრიზმანი ძაან ბევრს თამაშობს. მესი ჩაერთვება მეორე ტაიმში თუ გახდა საჭირო. პედრიმაც უნდა დაისვენოს თან 90 წუთი. წინ დემბელე ბრაითა და ტეინკაუ რომ გამოიყვანოს არ იქნება ცუდი. უკან ჩემი აზრით ვისაც გამოიყვანს იმას გამოიყვანს პესეჯესთანაც დაცვის ცენტრში. 3 ქულა აუცილებელია
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 13 თებერვალი 2021 00:52
    1
    არცეეთი ვარიანტი ამ კამანდით უნდა გამოვიდეს ხვალ ბარსა
    შტწგენი
    დესტი მინგესა ლენგლე ფირპო
    დე იონგი ბუსკეცი პუჩი
    ტრინკაო მესი დემბელე
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    გულშემატკივარი [?]
    #2 13 თებერვალი 2021 00:45
    1
    ტერ შტეგენი
    მინგეზა-უმტიტი-ლენგლე
    დემბელე-პიანიჩი-პუჩი-ალბა
    ტრინკაუ-გრიზმანი-დე ლა ფუენტე.

    მაქსიმალურად უნდა დაისვენონ ლიდერებმა პსჟ-სთვის, მორიგი ტრავმა აღარ გვინდა.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 13 თებერვალი 2021 00:37
    1
    პირველ ტაიმში მოაყომაროს და მეორე დაისვენოს ლეომ.