მატჩი მეშვიდე ტიტულისთვის - გვარდიოლამ ფლიკი "გამოიწვია"
- 12-02-2021, 11:21
-
josephk
- 13

"ბარსელონასა" და "ბაიერნის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ, მიუნხენურ კლუბს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის მოგება მიულოცა.
ვიდეომიმართვაში პეპმა ხუმრობით აღნიშნა, რომ პირველი გუნდი, რომელმაც წელიწადში 6 ტიტულის მოგება შეძლო, მისი "ბარსელონა" იყო, საუკეთესოს გამოსავლენად კი ჰანსი ფლიკი ფინალურ დაპირისპირებაში გამოიწვია.
ვულოცავ "ბაიერნს" და, განსაკუთრებით, ჰანსი ფლიკს მე-6 ტიტულის მოგებას, თუმცა "ბარსამ" ეს პირველმა გააკეთა. იქნებ, ერთ დღეს მესისა და სხვებს დავურეკო და "მეშვიდე ტიტულისთვის" ვითამაშოთ. გვითხარით დრო და ადგილი და ჩვენ მოვალთ.
- ამბობს პეპი.
გვარდიოლას, "ბარსელონასა" და "ბაიერნის" თავკაცის რანგში, 21 ტიტული აქვს მოპოვებული.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 13 ]