ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 12 თებერვალი

წარმოგიდგენთ რუბრიკას "ერთი დღე "ბარსელონას" ისტორიაში". ამჯერად შემოგთავაზებთ "ბარსელონასთან "დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 12 თებერვალს მოხდა.
თამაშები
12 თებერვალს "ბარსელონას" 16-ჯერ უთამაშია. კატალონიელებმა 10 მატჩი მოიგეს, 3 ფრედ დაასრულეს და 3 წააგეს.
1928 წელი
ესპანეთის თასზე "ბარსელონამ" ზედიზედ მე-2 თამაში მოიგო ანგარიშით 4-1. კატალონიელებმა საკუთარ კედლებში "რეალ სოსიედადი" დაამარცხეს.
1929 წელი
"ბარსელონამ" ესპანეთის ჩემპიონატის ისტორიაში თავისი პირველი თამაში ჩაატარა. რომა ფორნსის გუნდმა "რასინგთან" გამართული გასვლითი შეხვედრა მანუელ პარერას (სურათზე) დუბლით 2-0 მოიგო და ლა ლიგის პირველი გათამაშების მოგებისკენ სვლა დაიწყო.
1956 წელი
"ბარსელონამ" ლა ლიგის საშინაო შეხვედრაში "ერკულესი" ანგარიშით 6-4 დაამარცხა. გოლები კუბალამ (3), ბიოსკამ, ბოშმა და სამპედრომ გაიტანეს. ეს "ბარსასთვის" ლა ლიგაში ჩატარებული მე-600 შეხვედრა იყო.
1966 წელი
"ბარსელონამ" "კამპ ნოუზე" გამართულ ქალაქურ დერბიში "ესპანიოლს" 4-2 სძლია. მასპინძელთაგან გოლები ფუსტემ (2), საბალიამ და რიფემ გაიტანეს.
1981 წელი
დაიბადა "ბარსელონასა" და ესპანეთის ნაკრების ხელბურთის გუნდების ლეგენდა კაპიტანი რაულ ენტრერიოსი.
1993 წელი
დაიბადა "ბარსელონას" ყოფილი ფეხბურთელი რაფინია ალკანტარა. "ლა მასიას" აღზრდილმა ბრაზილიელმა, 2011-2020 წლებში, "ბლაუგრანას" პირველი გუნდის მაისურით 90 თამაში ჩაატარა, 12 გოლი გაიტანა და 8 შედეგიანი გადაცემა გააკეთა. კატალონიურ გუნდში მან 3-ჯერ ლა ლიგა, 5-ჯერ ესპანეთის თასი, 2-ჯერ ქვეყნის სუპერ თასი, ხოლო თითოჯერ ჩემპიონთა ლიგა, უეფა-ს სუპერ თასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო.
2003 წელი
გადადგა "ბარსელონას" პრეზიდენტი ჟოან გასპარი. კლუბის სათავეში გატარებული 2.5 წლის შემდეგ მის ანგარიშზე 0 ტიტული იყო.
2011 წელი
ესპანეთის ჩემპიონატში "ბარსელონას" სარეკორდო, 16 მატჩიანი მოგებათა სერია დასრულდა. პეპ გვარდიოლას გუნდმა "სპორტინგთან" სტუმრად 1-1 ითამაშა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]