ბარსა გამამხნევებელ სტატიას აქვეყნებს - რატომ უნდა გვჯეროდეს სევილიასთან ქამბექის
- 11-02-2021, 18:43
-
Tsitsi
- 8

როგორც იცით, გუშინ, კოპა დელ რეის ეგიდით, "ბარსელონა" "სევილიასთან" 0-2 დამარცხდა - კლუბი შეეცდება, ეს ჩამორჩენა განმეორებით მატჩში აღმოფხვრას.
საინტერესოა, რომ "ბარსას" ანდალუსიელები მსგავსი ანგარიშით წაგების მიუხედავად, აღნიშნული გამათამაშებიდან მაინც გამოუთიშავს - 2018/19 წლების სეზონის ესპანეთის თასის მეოთხედფინალში.
2 წლის წინ კატალონიელებმა "სანჩეს პისხუანის" ბინადრებთან ასევე 0-2 წააგეს, თუმცა განმეორებით დაპირისპირებაში, "კამპ ნოუზე", "ბლაუგრანამ" 6-1 იმარჯვა და შემდეგ ეტაპზე გააღწია. მაშინ "ლურჯ-ბროწეულისფერთა" მხრიდან გოლები კოუტინიომ (2), მესიმ, სუარესმა, რაკიტიჩმა და სერჟი რობერტომ გაიტანეს.
აგრეთვე აღსანიშნავია, რომ ეს არაა ერთადერთი შემთხვევა, როცა "ბარსელონამ" 2-ბურთიანი დეფიციტი აღმოფხვრა - 1966 წელს, ამავე ტურნირზე, "მალიორკას" "ბარსამ" 5-1 მოუგო.
გარდა შიდა ასპარეზისა, კატალონიელებს ქამბექები ევროტურნირებზეც შეუსრულებიათ. ბოლო წლებში, ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი, რა თქმა უნდა, პსჟ-სთან დაპირისპირებაა - პირველი შეხვედრა პარიზელებმა 4-0 მოიგეს, თუმცა "ბლაუგრანამ" სასწაული მოახდინა და ისინი ჩემპიონთა ლიგიდან გამოაგდო - 6-1. მსგავსი რამ არავის არასდროს გაუკეთებია.
ევროპის უპრესტიჟულეს საკლუბო ტურნირზე, 2013 წელს, "ლურჯ-ბროწეულისფერებმა" "მილანთან" 0-2 წააგეს, მაგრამ მეორე მატჩში, მესის (2), ვილიასა და ჟორდი ალბას გოლებით, გუნდმა იტალიელთა გამოთიშვა მოახერხა.
კიდევ ერთი დიდი ქამბექი, რომელიც "ბარსამ" შემოგვთავაზა, 1986 წელს მოხდა - ევროპის თასის ნახევარფინალის პირველ ჯახში "ბარსელონა" 0-3 დამარცხდა, თუმცა მეორე დაპირისპირებაში, ამ ჩამორჩენის აღმოფხვრა და მატჩის დამატებით დროში გადაყვანა მოახერხა. საბოლოოდ, "ბლაუგრანამ" პენალტების სერიაში 5-4 იმარჯვა და ფინალში გავიდა.
შეგახსენებთ, კატალონიურ გრანდს კოპა დელ რეიზე "სევილიასთან" განმეორებითი შეხვედრის ჩატარება 3 მარტს, სახლში უწევს, მისია კი იგივეა - მინიმუმ 3 გოლის გატანა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]