ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 11 თებერვალი

წარმოგიდგენთ რუბრიკას "ერთი დღე "ბარსელონას" ისტორიაში". ამჯერად შემოგთავაზებთ "ბარსელონასთან "დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 11 თებერვალს მოხდა.
თამაშები
11 თებერვალს "ბარსელონას" 18-ჯერ უთამაშია. კატალონიელებმა 8 მატჩი მოიგეს, 3 ფრედ დაასრულეს და 7 წააგეს.
1963 წელი
დაიბადა "ბარსელონას" ყოფილი ფეხბურთელი ხოსე მარი ბაკერო. 1988-1996 წლებში "ბლაუგრანას" მაისურით ჩატარებულ 340 შეხვედრაში მან 94 გოლი გაიტანა. კატალონიურ კლუბთან ერთად მან 4 ლა ლიგა, 1 ესპანეთის თასი, 4 ქვეყნის სუპერ თასი, 1 ჩემპიონთა ლიგა, 2 თასების მფლობელთა თასი და 1 ევროპის სუპერ თასი მოიგო.
1996 წელი
"აიაქსის" პრეზიდენტმა ჰოლანდიელ ჟურნალისტებს დაუდასტურა, რომ ლუი ვან გაალი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ბობი რობსონს შეცვლის.
2012 წელი
"ოსასუნასთან" სტუმრად მარცხი (2-3) "ბარსელონასთვის" ლა ლიგაში მე-600 გამოდგა.
2017 წელი
"ალავესთან" 6-0 მოგებულ შეხვედრაში "ბარსამ" 10 წუთში 4 გოლი გაიტანა. ამ შეხვედრაში ლუის სუარესმა ლა ლიგაში თავისი მე-10 დუბლი გაიფორმა.
2018 წელი
"ხეტაფესთან" "კამპ ნოუზე" გამართული მატჩი (0-0) სერხიო ბუსეკტსისთვის ლა ლიგაში მე-300 გამოდგა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 1 ]