ფირპო მარჯვენა მცველად ითამაშებს, ლანგლე სასტარტოში არ იქნება - MD

ფირპო მარჯვენა მცველად ითამაშებს, ლანგლე სასტარტოში არ იქნება - MD

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი რონალდ კუმანი ესპანეთის თასის 1/2-ფინალში "სევილიასთან" გასამართი მატჩისთვის დაცვის ხაზში ცვლილებების შეტანას გეგმავს.

კატალინიური წყაროს ცნობით, ნიდერლანდელმა სპეციალისტმა, შესაძლოა, კლემან ლანგლე ძირითადი შემადგენლობის მიღმა დატოვოს და სერჟი რობერტოსა და სერჟინიო დესტის არყოფნის გამო, ჟუნიორ ფირპო სასტარტოში მარჯვენა მცველად დააყენოს. დაცვის ცენტრში ოსკარ მინგესა და სამუელ უმტიტი ითამაშებენ, რომელიც ტრავმირებულ რონალდ არაუხოს შეცვლის.

თამაში თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 11 თებერვალი 2021 07:59
    0
    როგორც შევავსე გამოკითხვა.
    ფანი [?]
    #2 10 თებერვალი 2021 22:09
    0
    აჰაა, ზუსტად ეს დავწერე წინა პოსტზე :D
    Culé [?]
    #1 10 თებერვალი 2021 22:06
    0
    ორივე ერთმანეთზე უარესები არიან ლენგლეც და ფირპოც ამას ამასწინათ ვაფშე სირბილი ეზარებოდა!
    --------------------
    🗣Johan Cruyff:🗣
    "ფეხბურთის თამაში მარტივია, თუმცა მარტივი ფეხბურთის თამაში - რთული"
    " ხარისხი შედეგის გარეშე უსარგებლოა. შედეგი ხარისხის გარეშე მოსაწყენი. "