რონალდინიოს ცხოვრების სტილმა მის კარიერაზე იმოქმედა - ჩავი

რონალდინიოს ცხოვრების სტილმა მის კარიერაზე იმოქმედა - ჩავი

კატალონიის "ბარსელონას" ყოფილი ფეხბურთელი და ამჟამად "ალ-სადის" მთავარი მწვრთნელი, ჩავი ერნანდესი Marca-სთან რონალდინიოს წასვლას იხსენებს:

"რონი ცხოვრების განსხვავებული სტილით ცხოვრობდა. ყოველთვის გვეუბნებოდა - "ასეთი ვარ, რა ვქნა".
ბრაზილიელს მეგობრებთან ერთად გარეთ გასვლა და ცხოვრებით ტკბობა უყვარს. ის "ბლაუგრანაში" მოსვლისთანავე ხალისით სავსე იყო და ერთხელ ჩემპიონთა ლიგაც ამ მიზეზით მოიგო.
რონალდინიოს პირადი ცხოვრება აქვს, რაშიც ჩვენ არ უნდა ჩავერიოთ. თუმცა, მართალია, რომ ამ ყველაფერმა მის სპორტულ მოღვაწეობაზე გავლენა იქონია".

ბრაზილიელმა "ბარსას" რიგებში 207 შეხვედრა ჩაატარა და 2008 წლის ზაფხულში, 25 მილიონი ევროს სანაცვლოდ, "მილანს" შეუერთდა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    [?]
    #4 10 თებერვალი 2021 16:20
    2
    ციტატა: Albicelecte
    2 თუ 3 ჩემპიონთა ლიგა?!
    ნუ მთავარია სანახაობა გვაჩვენა, თორემ აგერ 4 ლიგა მარსელო-რამოსი-კაზემირომაც მოიგეს

    1 ლიგა მოიგო სულ ორი საიდან? სანახაობა კიდე რამოსმაც დადო, იუვესთან ფინალში კუადრადოსთან რაც ქნა არ იყო სანახაობა? ბოლივუდის ფილმის სიუჟეტით. სალაჰთან რაც ქნა ეგეც სანახაობაა, ვრესტლინგი , ბრძოლა წესების გარეშე, ძიუდო, რაც გინდა დაარქვი დიდი პოპულარობით სარგებლობს ხალხში :დ კაზემირო რო ბაიერნთან არაფრის დიდებით არ გააგდეს მანდაც იყო შოუს ელემენტები რას ერჩი
    Culé [?]
    #3 10 თებერვალი 2021 15:05
    0
    ციტატა: Albicelecte
    2 თუ 3 ჩემპიონთა ლიგა?!
    ნუ მთავარია სანახაობა გვაჩვენა, თორემ აგერ 4 ლიგა მარსელო-რამოსი-კაზემირომაც მოიგეს


    ბარსასთან ერთად ლიგა ერთხელ მეიგო,2006 ში.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 10 თებერვალი 2021 14:27
    0
    რათქმაუნდა გადაყვა ქალებს და კლუბებს
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Culé [?]
    #1 10 თებერვალი 2021 14:23
    1
    2 თუ 3 ჩემპიონთა ლიგა?!
    ნუ მთავარია სანახაობა გვაჩვენა, თორემ აგერ 4 ლიგა მარსელო-რამოსი-კაზემირომაც მოიგეს