ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 10 თებერვალი

ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 10 თებერვალი

წარმოგიდგენთ რუბრიკას "ერთი დღე "ბარსელონას" ისტორიაში". ამჯერად შემოგთავაზებთ "ბარსელონასთან "დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 10 თებერვალს მოხდა.

თამაშები

10 თებერვალს "ბარსელონას" 18-ჯერ უთამაშია. კატალონიელებმა 11 მატჩი მოიგეს, 5 ფრედ დაასრულეს და 2 წააგეს.

1929 წელი

ისტორიული დღე ესპანური ფეხბურთისთვის. სწორედ 1929 წლის 10 თებერვალს ჩატარდა ესპანეთის ჩემპიონატის ისტორიაში პირველი მატჩები. 5 შეხვედრიდან 4 ამ დღეს გაიმართა, მეორე დღეს კი თავისი თამაში მომავალმა ჩემპიონმა, "ბარსელონამ" ჩაატარა.

1952 წელი

ლა ლიგის საშინაო შეხვედრაში "ბარსელონამ" "სპორტინგი" 9-0 გაანადგურა. 7 გოლი კუბალამ გაიტანა, რაც ლა ლიგის რეკორდია.

1960 წელი

ჩემპიონთა თასის (ამჟამინდელი ჩემპიონთა ლიგა) 1/4 ფინალის პირველ მატჩში "ბარსელონამ" "ვულვერჰემპტონი" 4-0 გაანადგურა. გოლები ვილიავერდემ (2), ევარისტომ და კუბალამ გაიტანეს.

1963 წელი

ლა ლიგის გასვლით შეხვედრაში "ბარსელონამ" "მალაგა" 7-0 გაანადგურა. გოლები სალდუამ (2), პერედამ (2) და კამპსმა გაიტანეს, ხოლო პორტოლესმა ბურთი საკუთარ კარში 2-ჯერ ჩაჭრა.

1979 წელი

დაიბადა "ბარსელონას" ყოფილი ფეხბურთელი გაბრი. 19996-2006 წლებში მან "ბლაუგრანას" მაისურით 194 თამაში ჩაატარა და 14 გოლი გაიტანა. "ბარსელონასთან" ერთად გაბრიმ 2-ჯერ ესპანეთის ჩემპიონატი, ხოლო თითოჯერ ჩემპიონთა ლიგა და ესპანეთის სუპერ თასი მოიგო.

1980 წელი

"კამპ ნოუზე" გამართულ "ელ კლასიკოში" "ბარსელონა" 0-2 დამარცხდა.

1988 წელი

"კამპ ნოუზე" გამართული ბარსელონური დერბი მასპინძლებმა 3-2 მოიგეს. "ესპანიოლის" კარში გოლები შუსტერმა (2) და ლინეკერმა გაიტანეს.

1993 წელი

ხულიო სალინასის გოლის წყალობით "ბარსამ" ევროპის სუპერ თასის ფინალის პირველ მატჩში ბრემენში "ვერდერთან" 1-1 ითამაშა. ეს გოლი გუნდს გაჩემპიონებაში დაეხმარა.

1995 წელი

გარდაიცვალა "ბარსელონას" ყოფილი ფეხბურთელი ხესუს გარაი. 1960-1965 წლებში ბასკმა ცენტრალურმა მცველმა კატალონიელთა რიგებში 89 თამაში ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.

1996 წელი

"კამპ ნოუზე" გამართულ "ელ კლასიკოში" მასპინძლებმა 3-0 მოიგეს. გოლები კორდომ (2) და ლუიშ ფიგუმ გაიტანეს.

1997 წელი

"ესპანიოლთან" მარცხის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ გასპარი და პრეზიდენტი ნუნიესი გუნდის მთავარ მწვრთნელს, ბობი რობსონს შეხვდნენ და მას აცნობეს, რომ სეზონის ბოლოს გუნდს დატოვებდა, თუმცა მისი არც მანამდე გათავისუფლება იყო გამორიცხული.

2013 წელი

1965 წლის შემდეგ პირველად, "ბარსელონას" დილით (ადგილობრივი დროით 12 საათზე) თამაში მოუხდა. კატალონიელებმა "ხეტაფე" 6-1 გაანადგურეს. ეს მესისთვის ლა ლიგაში ზედიზედ მე-13 თამაში იყო, რომელშიც მან გოლი გაიტანა.

2016 წელი

"ვალენსიასთან" 1-1 თამაშის წყალობით "ბარსამ" წაუგებელი სერია (ყველა ტურნირზე) 29 მატჩამდე გაზარდა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 10 თებერვალი 2021 19:48
    0
    1996 წელი მომეწონა.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 10 თებერვალი 2021 11:30
    1
    1929 წლის 10 თებერვალს ჩატარდა ესპანეთის ჩემპიონატის ისტორიაში პირველი მატჩები.
    სწორედ ამ პირველ ჩემპიონატში გავხდით ჩემპიონები, და რეალს 2 ქულით ვაჯობეთ. ტურნირზე გუნდების მცირე რაოდენობის გამო ჩემპიონატი სულ 4 თვეს გაგრძელდა.