ანდონი სუბისარეტა: მეუბნებოდნენ, რომ სუარესს "ბარსას" დნმ არ ჰქონდა

ანდონი სუბისარეტა: მეუბნებოდნენ, რომ სუარესს "ბარსას" დნმ არ ჰქონდა

"ბარსელონას" ყოფილმა მეკარემ და სპორტულმა დირექტორმა ანდონი სუბისარეტამ "ბლაუგრანაში" გატარებული დრო გაიხსენა და მის 2 საუკეთესო შენაძენად მარკ-ანდრე ტერ შტეგენისა და ლუის სუარესის ტრანსფერები დაასახელა.

შევნიშნეთ, რომ გერმანიაში იყო ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც ისე თამაშობდა, როგორც ჩვენ გვინდოდა. ტერ შტეგენის შეძენა ვცადეთ და მიზანს მივაღწიეთ.

ყოველთვის ვამბობდი, რომ ტიბო კურტუა მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესი მეკარე გახდებოდა, მაგრამ მას "ბარსელონას" საჭიროებებისგან განსხვავებული პროფილი ჰქონდა. აშკარა იყო, რომ ვიქტორ ვალდესის მსგავსი კიპერის დამატება გვინდოდა.

სუარესის ტრანსფერის განხორციელება, ჯორჯო კიელინის კბენის შემდეგ, მარტივი არ იყო. ხალხი მეუბნებოდა, რომ მას "ბარსას" დნმ არ ჰქონდა ან ის მობილური არ იყო. ლუისი, საბოლოოდ, მისი შრომითა და მაღალი დონის წყალობით, გუნდში მესისა და ნეიმარს შეუერთდა.

სუარესის "ბარსელონური" კარიერა ახნას არ საჭიროებს. თავდამსხმელებს აქვთ გოლის ალღო, რაც ლუისს ყოველთვის ექნება. როდესაც ურუგვაელი 50 წლის ასაკში ვეტერანთა მატჩში ითამაშებს, ის გოლებს ისევ გაიტანს.

პედრი? მისი სახელი პედრინიო რომ იყოს, იგი 50 მილიონი ევრო ეღირებოდა.

- ციტირებს სუბისარეტას სიტყვებს SER.

ანდონი სუპისარეტა "ბარსაში" სპორტულ დირექტორად 2010-2015 წლებში მუშაობდა. ტერ შტეგენი დღეისათვის "ბლაუგრანას" ერთ-ერთი ლიდერია, სუარესმა კი კატალონიური კლუბი ისტორიაში მესამე საუკეთესო ბომბარდირის ამპლუით დატოვა. მან 2014-2020 წლებში "ლურჯ-ბროწეულისფერთა" მაისურით 198 გოლი გაიტანა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 10 თებერვალი 2021 11:50
    0
    როგორც მახსოვს, სუარესთან კონტრაქტი ჯერ კიდევ კიელინის დაკბენამდე იყო გადაწყვეტილი.
    Culé [?]
    #5 10 თებერვალი 2021 09:27
    0
    ბლიად,ეცლიათ ორი გოლის გატანა მაინც...
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 10 თებერვალი 2021 02:44
    0
    ამაში ბართოც არ იყო დარწმუნებული, თორემ არ მოიყვანდა. ეგონა ალბათ კიდევ ვინმეს დაკბენს და გაბანძდებაო, მაგრამ ...
    ფანი [?]
    #3 9 თებერვალი 2021 23:55
    0
    ციტატა: M10 S9 D11
    ნეტა ვინ დაიწუნა სუარესი მაგის ტვინში ჩამახედა

    ვინც ბრეითვეიტი გვირჩია, სხვა ვინ იქნებოდა :D

    უფრო სწორად გომეში და პრინც ბოატენგი :))
    Culé [?]
    #2 9 თებერვალი 2021 23:36
    1
    პედრიზე მომეწონა პედრინიოო😂😂 მართალია, მასე უბრალოდ მორბენალი და ფხაკურა ბრაზილიელებში ყრიან მრავალ მილიონებს და რეალურად ჭკუის მქონე ფეხბურთელს არ ადევს რეალური ფასი.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 9 თებერვალი 2021 23:35
    0
    ნეტა ვინ დაიწუნა სუარესი მაგის ტვინში ჩამახედა
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued