Sport: სერჟინიო დესტი ბოლომდე მზად არ არის

Sport: სერჟინიო დესტი ბოლომდე მზად არ არის

"ბარსელონას" ამერიკელ მარჯვენა მცველს, სერჟინიო დესტს, ბარძაყის არეში არსებული დაზიანება ბოლომდე მოშუშებული არ აქვს, წერს Sport.

კატალონიური გამოცემის თქმით, რონალდ კუმანი დესტის ჯანმრთელობის საფრთხის ქვეშ დაყენებას არ აპირებს და იგი "სევილიასთან" მატჩში სათადარიგოთა სკამზე დარჩება. ნიდერლანდელს სურს, რომ 20 წლის ფეხბურთელი ერთ კვირაში, "პარი სენ-ჟერმენთან" გასამართი მატჩისთვის, 100%-ით მზად იყოს.

მიმდინარე სეზონში დესტმა 22 მატჩში მიიღო მონაწილეობა (საშუალოდ 72 წუთი), მის მონაგარს 1 გოლი და 1 საგოლე გადაცემა შეადგენს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 10 თებერვალი 2021 01:24
    0
    რეალმა მეორეც გაუტანა ხეტაფეს. ორივე ჩაწოდებით. ჟიჟუს სტილია, ჩაწოდება, ჩაწოდება და კვლავ ჩაწოდება.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 9 თებერვალი 2021 17:36
    1
    არაუშავს მთავარია პესეჟესთან იყოს ხოდზე
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    გულშემატკივარი [?]
    #2 9 თებერვალი 2021 15:45
    4
    ატლეტიკოს ლევანტესთან აქ თამაში ზედიზედ ორჯერ ლა ლიგაში smiley იმედია დაკარგავს როგორც მინიმუმ 1 დაპირისპირებაში ქულებს. გრანადასთან აქვს კიდე 13-ში და იქაც თუ დაკარგავს მერე უკვე გვიჩნდება შანსები (ჩვენც თუ სტაბილურები ვიყავით)
    ფანი [?]
    #1 9 თებერვალი 2021 15:24
    3
    ბაზარი არაა სევილიასთან მინგესა დააყენოს ჯობიიაა,პსჟსთან იმედია არაუხოც იქნება თორეე ძაან დარხეული გვააქვს🙏