ივან რაკიტიჩი: მესის სახეზე ღიმილი დაბრუნდა და "ბარსა" ამას ხედავს

ივან რაკიტიჩი: მესის სახეზე ღიმილი დაბრუნდა და "ბარსა" ამას ხედავს

"სევილიას" 32 წლის ნახევარმცველი, ივან რაკიტიჩი, კატალონიურ კლუბთან მოახლოებული დაპირისპირების წინ, ლიონელ მესისა და ყოფილ გუნდზე საუბრობს. იგი ამბობს, რომ "ბარსას" კარში გატანილ გოლს არ აღნიშნავს.

ლიონელ მესი

ლეომ თქვა, რომ გადაწყვეტილებას სეზონის ბოლოს მიიღებს, მან ეს დაიმსახურა. მას უნდა მისცე საშუალება, გადაწყვეტილება მშვიდად მიიღო, ის, რასაც გული უკარნახებს. ჩვენთვის, ფეხბურთის მოყვარულებისთვის, მნიშვნელოვანია, რომ ლეომ საკუთარი ბედნიერება მოედანზე გადმოსცეს და თამაშით სიამოვნება მიიღოს. მის სახეზე ღიმილი დაბრუნდა და "ბარსა" ამას ხედავს.

გრიზმანი და დემბელე

მიხარია, რომ ათამაშდნენ. ანტუანი ძალიან გახსნილი და კარგი ადამიანია, მასთან ურთიერთობა მარტივია. ამასთან, მშრომელი და გამტანი ფეხბურთელია. 

დემბელე არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი დონის ფეხბურთელი, რომელთან ერთადაც მითამაშია, მასაც კარგად ვეწყობოდი. უსმანს არ უმართლებს, იგი იმსახურებს, რომ კარიერაში ყველაფერი კარგად წარიმართოს.

"ბარსელონა"

"ბარსას" კარში გატანილ გოლს არ აღვნიშნავ. კლუბთან ბევრი სასიამოვნო მოგონება მაკავშირებს, ბარსელონაში ჩემი შვილი დაიბადა და იქ ბევრი მეგობარი მყავს, გულშემატკივრებისგანაც სიყვარულს ვგრძნობ, რაც ორმხრივია.

- ამბობს ხორვატი As-თან ინტერვიუში.

ესპანეთის თასის 1/2-ფინალური დაპირისპირება ხვალ, თბილისის დროთ 23 საათსა და 55 წუთზე დაიწყება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 8 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 10 თებერვალი 2021 01:07
    0
    ხვალ იმედია ცუდი დღე გექნება შენც და მთლიანად სევილიას.
    Culé [?]
    #7 9 თებერვალი 2021 17:08
    2
    მაგარი კაცია რაკეტა! გამართლება კარირაში
    გულშემატკივარი [?]
    #6 9 თებერვალი 2021 14:39
    4
    მევასები რაკეტ
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 9 თებერვალი 2021 14:39
    2
    დასაფასებელი კაცი და ჯეკასი არ იყოს, ყველგან წარმატებას ვუსურვებ...
    დანი,ვანია,ჯეკა ეს ბიჭები მართალია ბარსადან წასულები არიან, მაგრამ ჩემთვის მაინც შინაურები არიან სადაც არ უნდა იყვნენ
    რასაც ვერ ვიტყოდი ნეიმარზე, ან ფაბრეგასზე და ალექსის სანჩესზე
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 9 თებერვალი 2021 13:41
    11
    ივან, კიდევ ერთხელ, მადლობა "ბარსელონაში" გაწეული სამუშაოსთვის!
    --------------------
    GRACIES JOHAN...
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 9 თებერვალი 2021 13:00
    1
    კარგია რო არ აღნიშნავს, მაგრამ ცუდია რომ სურვილი აქვს გატანის. ისე მსოფლიოზეც რა ნაგლად გაუტანა არგენტინას, ლეოსიც არ შერცხვენია მშვენივრად აღნიშნა.
    ფანი [?]
    #2 9 თებერვალი 2021 12:48
    9
    ძალიან მშრომელი ფეხბურთელი არის. მესის ზუსრგს ფაქტიურად მარტო ამგრებდა. ალვეშის წასვლის მერე წესიერი მარჯვენა მცველი ჯერაც ვერ გვიყიდია. რა ამის ბრალია, რომ დანარჩენი ნახევარმცველებიც ასევე არაშემქნელები ვიყიდეთ!
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 9 თებერვალი 2021 12:12
    0
    იოცნებე შე მძორო ბარსას კარში გოლის გატანაზე
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued