ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 9 თებერვალი
- 9-02-2021, 11:31
-
Writer
- 3

განვაგრძობთ რუბრიკას "ერთი დღე "ბარსელონას" ისტორიაში". ამჯერად შემოგთავაზებთ "ბარსელონასთან "დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 9 თებერვალს მოხდა.
თამაშები
9 თებერვალს "ბარსელონას" 14-ჯერ უთამაშია. კატალონიელებმა 8 მატჩი მოიგეს, 4 ფრედ დაასრულეს და 2 წააგეს.
1928 წელი
დაიბადა "ბარსელონას" ყოფილი მწვრთნელი (1971-75, 1976-78) რინუს მიხელსი. "ბლაუგრანასთან" ერთად მან თითოჯერ ლა ლიგა, ესპანეთის თასი და ბაზრობათა თასი (ამჟამინდელი ევროპის ლიგა) მოიგო.
1964 წელი
დაიბადა "ბარსელონას" ყოფილი ფეხბურთელი (1988-1990) და მწვრთნელი (2017-2020) ერნესტო ვალვერდე. ფეხბურთელობის დროს ვალვერდემ "ბარსაში" თითოჯერ ესპანეთის თასი და თასების მფლობელთა თასი მოიგო, ხოლო მწვრთნელობის დროს მან გუნდს 2-ჯერ ლა ლიგა, ასევე თითოჯერ ესპანეთის თასი და სუპერ თასი მოაგებინა.
1974 წელი
დაიბადა "ბარსელონას" ყოფილი ფეხბურთელი ჟორდი კრუიფი. 1994-1996 წლებში მან "ბარსელონაში" 54 თამაში ჩაატარა და 11 გოლი გაიტანა.
ჟორდი კრუიფი კატალონიაში დაბადებული პირველი ადამიანი იყო ესპანეთის სამოქალაქო ომის შემდეგ (დაახლოებით 35 წლის განმავლობაში), რომელსაც კატალონიური სახელი დაარქვეს. იოჰან კრუიფს სურდა შვილისთვის კატალონიური სახელი დაერქმია, რაც ფრანკოს რეჟიმის დროს აკრძალული იყო. ხელისუფლება ითხოვდა, ჟორდის ნაცვლად ახალშობილისთვის ესპანური ხორხე დაერქმიათ, მაგრამ კრუიფმა თავისი გაიტანა და ფრანკოს ადმინისტრაცია დაითანხმა.
1975 წელი
"მალაგასთან" მატჩის დროს იოჰან კრუიფმა წითელი ბარათი მსაჯთან კონფლიქტის გამო მიიღო. ნიდერლანდელი ვარსკვლავი მოედნის დატოვებაზე უარს აცხადებდა და საბოლოოდ ის პოლიციამ ძალით გაიყვანა.
1983 წელი
"მალაგასთან" "კამპ ნოუზე" მოგებულ შეხვედრაში (2-1) კინიმ "ბარსას" მაისურით ლა ლიგაში 50-ე გოლი გაიტანა.
1997 წელი
"ბარსელონა" "ესპანიოლთან" ქალაქურ დერბიში 1987 წლის შემდეგ პირველად დამარცხდა. შეხვედრაში, რომელიც 2-0 დასრულდა, მასპინძლებმა ორივე გოლი თერთმეტმეტრიანით გაიტანეს, "ბლაუგრანას" რიგებიდან კი მე-20 წუთზე წითელი ბარათი ლუიშ ფიგუმ მიიღო.
2003 წელი
ახალი მწვრთნელის, რადომირ ანტიჩის სადებიუტო მატჩში, "კამპ ნოუზე", "ბარსელონა" "ბილბაოს" მე-14 წუთზე 2-0 ამარცხებდა, მაგრამ შეხვედრა 2-2 დასრულდა.
2009 წელი
"ბარსელონას" ხელბურთის გუნდის ყოფილმა მეკარემ, ხავიერ პასკუალ ფუერტესმა გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანოლო კადენასი შეცვლაა. ფუერტესი ამ პოსტს დღემდე ინარჩუნებს.
2020 წელი
"ბარსელონას" ქალთა გუნდმა ესპანეთის სუპერ თასის ფინალში "სოსიედადი" 10-1 გაანადგურა და ამ ტურნირის პრიველი გათამაშება მოიგო. გოლები ტორეხონმა (4), პუტელიასმა (2), ოშოალამ (2), ჰანსენმა და ანდუხარმა გაიტანეს.
2020 წელი
"ბარსელონამ" "ბეტისი" სტუმრად 3-2 დაამარცხა, ლეო მესიმ კი საგოლე გადაცემების ჰეთ თრიქი შეასრულა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]