ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 8 თებერვალი
წარმოგიდგენთ რუბრიკას "ერთი დღე "ბარსელონას" ისტორიაში". ამჯერად შემოგთავაზებთ "ბარსელონასთან "დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 8 თებერვალს მოხდა.
თამაშები
8 თებერვალს "ბარსელონას" 18-ჯერ უთამაშია. კატალონიელებმა 12 მატჩი მოიგეს, 3 ფრედ დაასრულეს და 3 წააგეს.
1903 წელი
ბარსელონას თასზე "ბარსამ" "ინტერნასიონალი" 6-0 გაანადგურა. გამპერმა, არისმა და ოსომ 2-2 გოლი გაიტანეს.
1931 წელი
დაიბადა "ბარსელონას" ყოფილი ფეხბურთელი ლუის ალოი. 1950-1954 წლებში მან ლა ლიგაში 39 თამაში ჩაატარა და 19 გოლი გაიტანა. 1972-1976 წლებში ალოი "ბარსელონა ატელტიკს" (ამჟამინდელი "ბარსელონა ბ") წვრთნიდა.
1931 წელი
"ბარსელონა" კლუბის ისტორიაში ყველაზე დიდი ანგარიშით დამარცხდა. ლა ლიგის მატჩში, "სან მამესზე", კატალონიელები "ბილბაოსთან" 1-12 განადგურდნენ. ასეთი მარცხის ერთ-ერთი მიზეზი "ბლაუგრანას" რიგებში 2 ტრავმაა. იმ დროს ფეხბურთში შეცვლები არ არსებობდა და სტუმრები მე-18 წუთიდან 10, ხოლო 65-ე წუთიდან 9 კაცით თამაშობდნენ. "ბილბაოს" მხრიდან თავი 7 გოლით გამოიჩინა აგუსტინ ბატამ.
1942 წელი
"სოსიედადთან" 4-2 მოგება "ბარსელონასთვის" ლა ლიგაში მე-100 გამარჯვება გამოდგა. მასპინძელთაგან გოლები გრასიამ, ნიეტომ, ფრანკომ და სოსპედრამ გაიტანეს. ამ შეხვედრაში ლა ლიგის ისტორიაში მე-5000 გოლი გავიდა.
1953 წელი
"ბარსელონამ" ლა ლიგის საშინაო მატჩში "ატელტიკო" 6-1 გაანადგურა. მასპინძელთაგან გოლები მანჩონმა (3), ბასორამ (2) და სესარმა გაიტანეს.
1959 წელი
ლა ლიგის საშინაო შეხვედრაში "ბარსამ" "ესპანიოლი" 5-3 დაამარცხა. მასპინძელთაგან თავი ტეხადამ, კოჩიშმა (2), სუარესმა და კუბალამ გამოიჩინეს.
1966 წელი
დაიბადა "ბარსელონას" ყოფილი ფეხბურთელი ხრისტო სტოიჩკოვი. 1990-95 და 1996-98 წლებში მან ‘ბარსელონაში" 255 თამაში ჩაატარა და 117 გოლი გაიტანა. ბულგარელმა "ბლაუგრანაში 15 ტიტული მოიგო - 5 ლა ლიგა, 2 ესპანეთის თასი, 4 ესპანეთის სუპერ თასი, 1 ჩემპიონთა ლიგა, 1 თასების მფლობელთა თასი, 2 ევროპის სუპერ თასი. 2003/04 წლების სეზონში ხრისტო სტოიჩკოვი "ბარსელონას" თავდასხმის მწვრთნელი იყო.
1978 წელი
ესპანეთის თასის 1/8 ფინალის განმეორებით მატჩში (პირველი თამაში 3-3 დასრულდა) "ბარსელონამ" "დეპორტივო ხეტაფე" 8-0 გაანადგურა. გოლები ასენსიმ (3), ფორტესმა (2), რეშაკმა (2) და კრუიფმა გაიტანეს. 85-ე წუთზე, როდესაც ანგარიში 8-0 იყო, სტუმართა კარში დანიშნული თერთმეტმეტრიანი "ბარსას" მეკარემ, პედრო არტოლამ შეასრულა და ბურთი კარს ააცილა.
ეს იყო პირველი და ერთადერთი თამაში, როდესაც იოჰან კრუიფმა ესპანეთის თასზე გოლი გაიტანა. მას ამ ტურნირზე 9 თამაში აქვს ჩატარებული.
1998 წელი
"ტენერიფესთან" სტუმრად ჩატარებული შეხვედრა (1-1) ლუის ენრიკესთვის ლა ლიგაში 250-ე გამოდგა.
2010 წელი
სპორტული კარიერა დაასრულა "ბარსელონას" ლეგენდამ და ყველა დროის ყველაზე წარმატებულმა ესპანელმა ხელბურთელმა, დავიდ ბარუფეტმა. 1990-იანი წლების "ოცნების გუნდის" წევრმა "ბარსელონა" 70 ტიტულის მოგებით დატოვა. პრეზიდენტ ჟოან ლაპორტას გადაწყვეტილებით მისი 16 ნომრიანი მაისური ხელბურთის გუნდმა ხმარებიდან ამოიღო.
2012 წელი
"ბარსელონამ" "ვალენსია" 2-0 დაამარცხა. ამ მატჩით პეპ გვარდიოლამ ფრანკ რაიკარდს გადაუსწრო და კრუიფის (245 მოგება) შემდეგ კლუბის ისტორიაში ყველაზე მეტ მოგებიანი მწვრთნელი გახდა (161 მოგება).
2015 წელი
"ბარსელონამ" "ბილბაო" სტუმრად 2010 წლის შემდეგ პირველად დაამარცხა. 5-2 მოგებულ შეხვედრაში სტუმართაგან გოლები ნეიმარმა, მესიმ, სუარესმა და პედრომ გაიტანეს, ერთხელ კი ბურთი საკუთარ კარში დე მარკოსმა ჩაჭრა.
იმ დღეს სერხიო ბუსკეტსმა ლა ლიგაში თავისი მე-200 თამაში ჩაატარა.
2018 წელი
"ვალენსიასთან" ესპანეთის თასზე სტუმრად 2-0 მოგებულ მატჩში ფილიპე კოუტინიომ "ბარსელონაში" სადებიუტო გოლი გაიტანა.
2019 წელი
"ბარსელონას" ხელბურთელი კასპერ მორტენსენი ევროპის წლის საუკეთესო ხელბურთელად დასახელდა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 2 ]