ალფრედ შროიდერის კომენტარი "ბეტისთან" მატჩის შემადგენლობაზე

ალფრედ შროიდერის კომენტარი "ბეტისთან" მატჩის შემადგენლობაზე

"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის, რონალდ კუმანის თანაშემწემ ალფრედ შროიდერმა "ბეტისთან" მატჩის დაწყებამდე გუნდის ძირითად შემადგენლობაზე ისაუბრა.

დღევანდელ შეხვედრაში სასტარტოში ვერ ვიხილავთ ლიონელ მესისა და ფრენკი დე იონგს. როგორც ჩანს, ნიდერლანდელი სპეციალისტი გუნდის ლიდერებს ასვენებს. სამაგიეროდ, ძირითადში ითამაშებენ რიკი პუჩი და მირალემ პიანიჩი.

იანვარში 11 შეხვედრა ჩავატარეთ, რომელთაგან 10 გასვლითი მატჩი გვქონდა. დასვენება ყველას გვჭირდება. გუნდის გადახალისება საჭიროა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ოთხშაბათს კვლავ თამაში გვაქვს.

ვიმედოვნებთ, რომ ბურთის ფლობისთვის, "ბარსასთან" ერთად, "ბეტისიც" იბრძოლებს. რომელი გუნდიც დომინირებას მოახერხებს, მიუხედავად გადაღლილობისა, იმას მატჩის მოგების უამრავი ვარიანტი ექნება.

სეზონის განმავლობაში რიკი პუჩს თამაშის ბევრი შესაძლებლობა არ ჰქონია, მაგრამ მან სათამაშო დრო მოიპოვა. ნახევარდაცვა, პიანიჩთან და ბუსკეტსთან ერთად, დაბალანსებულია.

- აცხადებს შროიდერი.

თამაში რამდენიმე წუთში, თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #2 8 თებერვალი 2021 01:00
    0
    მესი და დე იონგი არან მთავარი ფეხბურთელები რააweary
    --------------------
    ꧁༺Øñ𝖊LᎥfe༻꧂

    ꧁༺Øñ𝖊Łøv𝖊༻.꧂

    ꧁༺ Øñ𝖊ŦͭEͤÅͣMͫ༻꧂ F C b a r c e l o n a
    Culé [?]
    #1 8 თებერვალი 2021 00:01
    0
    ინაპლანეტიანეც ბლი.. :D რამხელა თავი აქ