მესი დეკადის საუკეთესო ფეხბურთელია | IFFHS
- 7-02-2021, 16:28
-
Writer
- 9

ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS) განვლილი დეკადის საუკეთესო ფეხბურთელი გამოავლინა. გასაკვირი არაა, რომ არჩევანი "ბარსელონას" არგენტინელ ვარსკვლავზე, ლიონელ მესიზე შეჩერდა.
გამოკითხვა ორგანიზაციის წევრი 150 ქვეყნის წარმომადგენლებს შორის ჩატარდა, გამარჯვებული კი მესი გახდა. არც ისაა გასაკვირი, რომ მას პორტუგალიელი კრიშტიანუ რონალდუ მოსდევს. მე-3 ადგილზე კი "ბარსას" კიდევ ერთი ლეგენდა, ანდრეს ინიესტა გავიდა.
2011-2020 წლების საუკეთესო ფეხბურთელები:
- ლიონელ მესი
- კრიშტიანუ რონალდუ
- ანდრეს ინიესტა
- ნეიმარი
- სერხიო რამოსი
- მანუელ ნოიერი
- რობერტ ლევანდოვსკი
- ჯანლუიჯი ბუფონი
- ზლატან იბრაჰიმოვიჩი
- ლუკა მოდრიჩი
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 9 ]