ასპასი: "ბარსელონამ" შეცდომა დაუშვა, სუარესის წყალობით "ატლეტიკომ" ბევრი ქულა მოიპოვა

ასპასი: "ბარსელონამ" შეცდომა დაუშვა, სუარესის წყალობით "ატლეტიკომ" ბევრი ქულა მოიპოვა

"სელტას" ესპანელმა ფორვარდმა, იაგო ასპასმა, პრესასთან ინტერვიუში ლუის სუარესის ტრანსფერი შეაფასა, რომელიც გასულ ზაფხულში "ბარსელონადან" მადრიდის "ატლეტიკოში" გადავიდა. 

"სუარესი - ნამდვილი ფორვარდია. მას გამარჯვება ამხანაგურ შეხვედრებშიც ძალიან უნდა და ყოველთვის 200%-ით იხარჯება. მოედანზე ის ისევე მუშაობს, როგორც ვარჯიშებზე. სუარესს ყოველთვის ბევრი გოლი გაჰქონდა და ვთვლი, რომ "ბარსელონამ" უდიდესი შეცდომა დაუშვა [მისი გაშვებით], ამასთან ერთად, მას ანაზღაურებასთან დაკავშირებითაც პრობლემები ჰქონდა.

"ატლეტიკომ" მომენტი გამოიყენა და შესანიშნავი თავდამსხმელი დაიმატა. უამრავი ქულა, რომელიც მადრიდელებმა ამ სეზონში მოიპოვეს, სწორედ ლუისის და მისი მომენტების რეალიზაციის ცოდნის დამსახურება.",

- ასპასის სიტყვებს Marca ციტირებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 7 თებერვალი 2021 15:39
    2
    ვინ იცის ის 14 გოლი ჩვენ სასარგებლოდ რო გაეტანა პირველზეც ვიქნებოდით
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Culé [?]
    #3 7 თებერვალი 2021 10:58
    0
    როგორ ვერ ვიტან ესეთ ლაპარაკს. ვინ ეკითხება ამას რა შეცდომა დაუშვა ბარსამ?!😠
    --------------------
    🗣Johan Cruyff:🗣
    ფეხბურთის თამაში მარტივია, თუმცა მარტივი ფეხბურთის თამაში - რთული"
    [?]
    #2 7 თებერვალი 2021 09:43
    11
    ის რო ატლეტიკომ გრიზმანი 120 ად მოგვცა და პახოდუ გვიჩივლა მერე სუარესი უფასოდ დაგვახია ისე რო ბარსამ აქეთ გადაიხადა ცირკია. გუნდის გაახალგაზრდავების მომხრე სულ ვიყავი და ოდესმე სუარესიც ბუსიც პიკეც ალბაც და ლეოც კი წავლენ მარა როცა შემცვლელუც არ გყავს ისე უშვებ გუნდის ისტორიაში საუკეთესო 9 იანს, უშვებ კონკურენტში, ტოვებ ბრაიტვაიტს და მერე მწვრთნელი 9 ზე ტირის ეგეც ცირკია. მარა არ შემიძლია არ ვთქვა ისიც რო როცა სუარესსს ვუყურებ რომელიც დარბის, პრესინგზე მიდის, ძაღლივით არის და 2015-16 წლების სუარესს მაგონებს,ასევე მახსენდება ბოლო 2 წლის ტლანქი და გასიებული კაცი რაც ბოლო 2 წელი იყო ბარსაში. გოლები მაინც გაქონდა მარა მესის ძმაკაცობით თავზე გადასხმულს ფორმა და ნამუსი ერთად ქონდა დაკარგული. ამის ნახევარი რო ყოფილიყო ბარსაში ბოლო 2 წელი რაც დღესაა ბართომეუ კი არა პერესიც ვერ გაბედავდა გაშვებას. ტრავმაც ქონდა კი მარა ზოგადად სხვა როჟა გახდა ბოლო 2 წელი წასვლამდე
    Culé [?]
    #1 7 თებერვალი 2021 02:41
    7
    ვაა ყველამ ვიცით რო შეცდომა დაუშვა ბარსამ მაგრამ რავქნათ ბართომეუს დავალებული ქონდა რო დედის ტ***კი მოე***ა გუნდისთვის და გააკეთა კიდეც...

    კოუტინიოში 140 მილიონის გადახდა. დემბელეში 120 მილიონის გადახდა. ლენგლეს ყიდვა. რაკიტიჩის ლარ და 50 თეთრად გაშვება არიყო შეცდომა? :D :D ან სუარეზის 2 მილიონად გაყიდვა ;D რაც ბართომ ***ეობები აკეთა იმასთან შედარებით სუარეზი არაფერია... :D:D:D

    მილიარდზე მეტიაქ კლუბს ვალი და მანდ უკვე ვსო.