ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 6 თებერვალი

ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 6 თებერვალი

წარმოგიდგენთ რუბრიკას "ერთი დღე "ბარსელონას" ისტორიაში". ამჯერად შემოგთავაზებთ "ბარსელონასთან "დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 6 თებერვალს მოხდა.

თამაშები

6 თებერვალს "ბარსელონას" 17-ჯერ უთამაშია. კატალონიელებმა 8 მატჩი მოიგეს, 3 ფრედ დაასრულეს და 6 წააგეს.

1963 წელი

დაიბადა ჟოზეპ მარია ბართომეუ, რომელიც "ბარსელონას" პრეზიდენტი 2014-2020 წლებში იყო. მისი პრეზიდენტობის დროს "ბარსელონას" სხვადასხვა გუნდებმა 70 ტიტული მოიგეს - მამაკაცთა პირველი გუნდი 13, ქალთა გუნდი 5, ფუტსალი 4, კალათბურთი 4, ხელბურთი 25, გორგოლაჭებიანი ჰოკეი 19.

1983 წელი

ლა ლიგის მატჩში "ბარსელონამ" "ესპანიოლი" სტუმრად 3-0 დაამარცხა. გოლები კარასკომ, პიჩი ალონსომ და ვიქტორმა გაიტანეს.

1997 წელი

რობერტო კარლოსის ავტოგოლის წყალობით "ბარსელონა" "სანტიაგო ბერნაბეუზე" 1-1 თამაშს, 2 მატჩის ჯამში "რეალის" 4-3 დამარცხებასა და ესპანეთის თასის მომდევნო ეტაპზე გასვლას ახერხებს.

2002 წელი

"სოსიედადთან" "კამპ ნოუზე" 2-0 მოგებულ შეხვედრაში რივალდომ "ბარსელონას" მაისურით ლა ლიგაში 150-ე გოლი გაიტანა.

2010 წელი

"ხეტაფესთან" "კამპ ნოუზე" 2-1 მოგებულ შეხვედრაში ანდრეს ინიესტამ ლა ლიგაში მე-200 თამაში ჩაატარა.

2019 წელი

"კამპ ნოუზე" გამართული "ელ კლასიკო" 1-1 დასრულდა. მასპინძელთაგან თავი მალკომმა გამოიჩინა. ეს მატჩში "ბარსელონასთვის" ესპანეთის თასზე მე-100 ფრე გამოდგა.

2020 წელი

ესპანეთის თასის 1/4 ფინალში "ბილბაოსთან" სტუმრად 0-1 წაგება "ბარსელონასთვის" ამ ტურნირზე მე-600 შეხვედრა იყო.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #1 6 თებერვალი 2021 11:57
    0
    ბიოლბაო უნა მოვიდეს ფინალში რომ რევანში ავიღოთ!!!!
    --------------------
    🗣Johan Cruyff:🗣
    ფეხბურთის თამაში მარტივია, თუმცა მარტივი ფეხბურთის თამაში - რთული"