Sport: პიკეს მიერ მსაჯების მიმართ გამოთქმულ კომენტარებს გადახედავენ

Sport: პიკეს მიერ მსაჯების მიმართ გამოთქმულ კომენტარებს გადახედავენ

ჟერარ პიკემ გუშინდელ ინტერვიუში ლა ლიგის მსაჯები ღიად გააკრიტიკა და ისინი მადრიდის "რეალის" მიმართ მიკერძოებაში დაადანაშაულა.

"ბარსას" ცენტრალური მცველის ასეთ თამამ განცხადებებს გამოხმაურების გარეშე არ ჩაუვლია და გავრცელდა ჭორები, რომლის მიხედვითაც, შესაძლოა, პიკეს წლევანდელ სეზონში თამაშის უფლება აღარ მიეცეს.

Sport უფრო სანდო ცნობას ავრცელებს და იუწყება, რომ ესპანეთის სამეფოს ფეხბურთის ფედერაცია პიკეს მიერ გამოთქმულ კომენტარებს გადახედავს. მიიღებს თუ არა რაიმე სახის დისციპლინარულ სასჯელს ჟერარი, ეს ჯერ უცნობია.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #6 6 თებერვალი 2021 12:00
    0
    არ არსებობს აზრის თავისუფლება ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი არ აქ მნიშვნელობა არც ევროპას არც აზიას და არც ამერიკას....ყველაფერი მოჩვენებითობას და ილუზიას ემაახურება...”თავისუფალი ვერ იქნები სანამ ხალხი არ გათავისუფლედება” .....პიკე მიდი უბერეეე მადრიდის დდშც...
    Culé [?]
    #5 6 თებერვალი 2021 10:52
    0
    პიკემ რო არ თქვას, თუ ბრმა და ყრუ მადრიდისტა არა ხარ, მსაჯების მადრიდისტობა კოსმოსიდანაც სპილოს ტოლად ჩანს და ისეთ სუნად ყარს, ყველას აწუხებს, მადრისტების გარდა
    .
    Culé [?]
    #4 6 თებერვალი 2021 01:04
    1
    სიმართლის თქმა დიდი ხანია, რაც დასჯადი ქმედება გახდა? 😁
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 5 თებერვალი 2021 23:53
    2
    სიმართლე თქვა და აეწვათ მადრიდში
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 5 თებერვალი 2021 23:05
    5
    მე რასაც მინდა იმას გაგიკეთებ, როგორც მინდა ისე მოგეგცევი, მაგრამ შენ თუ ამის გაკრიტიკებას დააპირებ, დაგსჯი.
    მე მგონი იქაც ქოცები ზიან.
    Culé [?]
    #1 5 თებერვალი 2021 22:51
    2
    რა გაახურეს საქმე თითქოს რამე ტყუილი თქვა რა ან კრიმინალური დანაშაული ჩაიდინა.ასეა სიმართლის თქმა არავის მოსწონს, მაგრამ ვიღაცამ ხომ უნდა თქვას სიმართლე იმაზე რაც რეალურად ხდება.ძველი დრო რომ იყოს დახვრეტას მიუსჯიდნენ ალბათ.