ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 5 თებერვალი

ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 5 თებერვალი

წარმოგიდგენთ რუბრიკას "ერთი დღე "ბარსელონას" ისტორიაში". ამჯერად შემოგთავაზებთ "ბარსელონასთან "დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 5 თებერვალს მოხდა.

თამაშები

5 თებერვალს "ბარსელონას" 17-ჯერ უთამაშია. კატალონიელებმა 11 მატჩი მოიგეს, 3 ფრედ დაასრულეს და 3 წააგეს.

1897 წელი

დაიბადა "ბარსელონას" ყოფილი ფეხბურთელი (1919-1924) კლიმენტ გრასია. მან "ბლაუგრანას" რიგებში 2-ჯერ ესპანეთის თასი და 5-ჯერ კატალონიის ჩემპიონატი მოიგო.

1928 წელი

"ბარსელონამ" ესპანეთის თასის გათამაშება "იბერიასთან" საშინაო მოგებით (4-1) დაიწყო. მასპინძელთაგან არნაუმ (2), გარსიამ და სამიტიერმა გაიტანეს.

1956 წელი

"ბარსელონამ" ლა ლიგის გასვლით მატჩში "დეპორტივო" 7-0 გაანადგურა. გოლები მანჩონმა (2), სამპედრომ (2), კუბალამ (2) და ვილიავერდემ გაიტანეს.

1965 წელი

დაიბადა "ბარსელონას" ყოფილი ფეხბურთელი გეორგე ჰაჯი. 1994-1996 წლებში "ბარსელონაში" 51 თამაში ჩაატარა, 11 გოლი გაიტანა, 5 საგოლე გადაცემა გააკეთა და ერთხელ ესპანეთის სუპერ თასი მოიგო. 1990-1992 წლებში ჰაჯი "რეალ მადრიდში" თამაშობდა.

1975 წელი

დაიბადა "ბარსელონას" ყოფილი ფეხბურთელი ჯოვანი ვან ბრონხორსტი. 2003-2007 წლებში "ბარსელონაში" მან 154 შეხვედრა ჩაატარა, 7 გოლი გაიტანა და 18 შედეგიანი გადაცემა გააკეთა. ნიდერლანდელმა მარცხენა მცველმა 2-ჯერ ლა ლიგა, 2-ჯერ ესპანეთის სუპერ თასი და ერთხელ ჩემპიონთა ლიგა მოიგო.

1980 წელი

UEFA-ს სუპერ თასის პირველ მატჩში 0-1 წაგების შემდეგ, "კამპ ნოუზე", გუნდმა "ნოტინგემ ფორესტს" ვერ მოუგო (1-1) და ტიტული დათმო. ეს ამ ტურნირზე "ბარსას" პირველი ასპარეზობა იყო.

1984 წელი

დაიბადა "ბარსელონას" ყოფილი ფეხბურთელი ლუდოვიკ სილვესტრე. 2006 წელს მან 2 თამაში ჩაატარა.

1992 წელი

დაიბადა "ბარსელონას" ყოფილი ფეხბურთელი ნეიმარი. 2013-2017 წლებში მან "ბლაუგრანას" მაისურით 186-ჯერ ითამაშა, 105 გოლი გაიტანა და 76 საგოლე გადაცემა გააკეთა. ბრაზილიელმა 8 ტიტული მოიგო (2 ლა ლიგა, 3 ესპანეთის თასი, 1 ესპანეთის სუპერ თასი, 1 ჩემპიონთა ლიგა, 1 მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი).

1997 წელი

ნიდერლანდურმა ტელევიზიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ლუი ვან გაალი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ბობი რობსონს ჩაანაცვლებდა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #3 5 თებერვალი 2023 23:38
    0
    ეჰ ნეიიი.... რატომ წავიდაა
    წევრი [?]
    #2 5 თებერვალი 2021 14:44
    2
    ჩემი აზრით რონალდინიოს და მესის შემდეგ ნეიმარზე მაგარი არავინ მოსულა გუნდში 😑
    --------------------
    - ტერ შტეგენი საუკეთესოა ვინც მე ბარსას კარში მინახავს ❤
    Culé [?]
    #1 5 თებერვალი 2021 14:41
    0
    ნეიმარზე ნერვები მეშლებააა!!😠😡
    --------------------
    🗣Johan Cruyff:🗣
    "ფეხბურთის თამაში მარტივია, თუმცა მარტივი ფეხბურთის თამაში - რთული"
    " ხარისხი შედეგის გარეშე უსარგებლოა. შედეგი ხარისხის გარეშე მოსაწყენი. "