ჟერარ პიკე ბოლო პერიოდის ყველაზე მნიშვნელოვან თემებზე საუბრობს

ჟერარ პიკე ბოლო პერიოდის ყველაზე მნიშვნელოვან თემებზე საუბრობს

კატალონიის "ბარსელონას" ესპანელი მცველი, ჟერარ პიკე ცნობილ "იუთუბერთან", იბაისთან ბოლო პერიოდის ყველაზე აქტუალურ თემებზე საუბრობს:

სუარესის გაშვება "ატლეტიკოსთვის" საჩუქარია? ამ საკითხზე იმ ადამიანს უნდა ჰკითხოთ, ვინც ურუგაველი გაასხვისა. ეს ჩემი ბრალი არ არის.
მადრიდის "რეალის" მაისურის არასდროს მოვირგებ.
გამოჯანმრთელების პროცესი? შემიძლია ვთქვა, რომ თავს იმაზე უკეთ ვგრძნობ, ვიდრე ველოდი. ჯერ კიდევ ბევრი ვარჯიში მჭირდება, თუმცა ყველაფერი კარგად მიდის.
ლა ლიგის მსაჯები გასულ სეზონში? სიგიჟე იყო. ჩემს ცხოვრებაში რაც კი რამე მინახავს, ყველაზე აბსურდული სწორედ ის მსაჯობა იყო. მათი 86% მადრიდიდანაა და როგორ არ უნდა ჩასტვინონ დედაქალაქელთა სასარგებლოდ?
პსჟ-სთან დაპირისპირება? ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად, საუკეთესო გუნდები უნდა დაამარცხო.
პრესა ხანდახან კარგ საქმეს აკეთებს. თუმცა, მათ ყველაფერი ისე უნდა გადაიტანონ სტატიებში, როგორც სინამდვილეშია. პატივისცემას ყველა იმსახურებს.
როცა ჟოზე მოურინიომ ტიტო ვილანოვას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, მადრიდულ მედიაში მან ეს ყველაფერი ჩვეულებრივ მოვლენად აქცია. დროთა განმავლობაში, მოწინააღმდეგეებთან დავმეგობრდით, თუმცა, სპორტული თვალსაზრისით, კვლავ მეტოქეებად დავრჩით.
კრიშტიანუ რონალდუ? მისი ღირებულების განხილვას არ ვაპირებ. ლეო მესის ერაში 5 "ოქროს ბურთის" მოგება დიდებული შედეგია. ჩემთვის, ისტორიაში საუკეთესო არგენტინელია. მისი მსგავსი არავინ მინახავს.
როცა "მანჩესტერ იუნაიტედში" რონალდუსთან ვთამაშობდი, არ ველოდი, რომ ის 5 "ოქროს ბურთს" მოიგებდა. 13-დან 17 წლამდე "ლა მასიაში" მესის თანაგუნდელი ვიყავი და უკვე ვგრძნობდი, რომ ლეო საუკეთესო იყო.
ფეხბურთელები კლუბზე გავლენას მხოლოდ იმ შემთხვევაში მოვახდენთ, თუ ხელმძღვანელობა ჩვენი აზრის დაფიქსირებას გვთხოვს და გადაწყვეტილების მიღება ჩვენ მოგვიწევს. საბოლოო ჯამში, რაც მეტი მოთამაშე ფოკუსირდება თამაშზე, მით უკეთესი..
მესი და რამოსი ბრწყინვალე ფეხბურთელები არიან. მათ შეუძლიათ საკუთარი აზრი მკაფიოდ დააფიქსირონ, თუმცა, როცა კლუბს ძლიერი პრეზიდენტი ჰყავს, საბოლოო გადაწყვეტილებას მაინც მმართველი შტაბი იღებს.
6-2 და 5-0? ორი განსხვავებული მატჩია. პირველი მათგანი სენსაცია იყო, "სანტიაგო ბერნაბეუზე" მოვიგეთ. რაც შეეხება 5-0-ს, ეს ანგარიში განსაკუთრებული გახლდათ. 2-3 წლის წინ "რეალზე" უკეთესები ვიყავით. ასეთ შედეგს არ ველოდით, მაგრამ გასაკვირიც არაფერი ყოფილა.
რომელ კლუბს აქვს ტრიპლეტის მოგების შანსი? "ბარსელონას" უნდა ვენდოთ.
მესის პოტენციური წასვლა? ეს რთული სიტუაციაა. "ბაიერნთან" საშინელმა დაცვამ ლეოსა და კლუბზე იმოქმედა. მიუხედავად ამისა, არგენტინელი დარჩა, რაც ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო. არ ვიცი, მესი მომავალში რას აპირებს, თუმცა ვხვედავ, რომ იგი ბედნიერია. გუნდში მისი ყოლა წარმატების გარანტიაა.
ყოველთვის ვცდილობ, რომ საუკეთესო გავხდე როგორც ფეხბურთელი და როგორც - ბიზნესმენი. "ბლაუგრანასთან" ერთად გატარებულ პირველ სეზონში 6 ტიტული მოვიგე, 23 წლის ასაკში კი - მსოფლიო ჩემპიონატი.
ხანდახან მოგებისათვის იღბალი გჭირდება, თუმცა იღბალი სწორედ ბევრი მუშაობის შედეგად მოდის.
ეს ცხოვრებაა. დღეს 6 ტიტულს მოიგებ, მაგრამ ხვალ მიწაზე დაეშვები - მსგავსი რამ არაერთხელ მოხდება. მუდამ გიწევს, რომ უკეთესი გახდე და დროსთან ადაპტირდე. კრახი ცხოვრების ნაწილია.
არჩვენები? სამივე კანდიდატი საკმარისად კვალიფიციურია. რომელმაც არ უნდა მოიგოს, დაკისრებულ მოვალეობას თავს კარგად გაართმევს. 
ბართომეუსთან გარკვეული ასპექტები რთულად იყო, რასაც მთლად პანდემიას ვერ დავაბრალებთ. როდესაც კლუბი რთულ პერიოდშია, პრეზიდენტმა ის უნდა მართოს - მიიღოს რადიკალური გადაწყვეტილებები მაშინაც კი, როდესაც ხალხს გულზე არ ეხატება.
იყო სიტუაცია, როდესაც პრეზიდენტს ძლიერი ლიდერის როლი უნდა მოერგო. ბართომეუ ხშირად ჩემს მიმართ კეთილი იყო, თუმცა "ბარსას" მხოლოდ სიკეთეზე დაყრდნობით ვერ მართავ.
მართალია, რომ ყველას ინდივიდუალური სტრატეგია აქვს, მართალია, რომ ჟოზეპს სურდა, ყველაფერი უკეთესობისკენ წაეყვანა, მაგრამ გარკვეული ასპექტები რიგზე არ იყო.
შესაძლოა, ჩემი საქმე არ იყო, თუმცა ბართომეუ გასახდელ ოთახში რამდენჯერმე დავიბარე. მაგრამ, ის არასდროს მოსულა.
იმის გამო, რომ ფეხბურთელები ვართ, ზოგიერთი თემა უკეთესად გვესმის... ამიტომ არსებობს ასპექტები, რაც პრეზიდენტზე კარგად ვიცით. მას შემდეგ, რაც პრობლემებმა თავი იჩინა, ყველაფერი გაფუჭდა.
ფლორენტინო პერეს ლიდერის თვისებები ყოველთვის ჰქონდა, თუმცა არა - ბართომეუს.
ნეიმარის შესახებ დადებული პოსტი - "ის რჩება"? ვამჯობინებ, რომ ამ თემაზე არ ვისაუბრო, რადგან კლუბისათვის ეს სენსიტიურია.
კარიერას "ბარსელონაში" დავასრულებ. სხვა კლუბისათვის აღარასდროს ვითამაშებ, ასე მგონია.
"რივერ პლეიტი" თუ "ბოკა ხუნიორსი"? "რივერი" -  მასკერანოს გამო, ამ კლუბზე ის ბევრს მესაუბრებოდა.
არაუხოს სახით "ბარსამ" მომავალი 10-15 წლის განმავლობაში მაღალ დონეზე მოთამაშე მცველი დაიმატა. მას შესანიშნავი კვალიფიკაცია, ფიზიკური მონაცემები და მენტალობა აქვს. ურუგაველი საჰაერო ორთაბრძოლებსა და ბურთის მოპოვებაში ძლიერია.
პიკე-პუიოლის დუეტი თუ პიკე-რამოსის ტანდემი? მე და კარლესი ძმებივით ვიყავით. ჩვენ ერთმანეთს თვალებით ვუგებდით. რაც შეეხება სერხიოს, მასთან 2012 წლის ევროპის ჩემპიონატზე კარგად ვითამაშე... თუმცა, პუიოლთან "ბარსელონაში" ყოველდღიურმა ურთიერთობამ დამაახლოვა.
ჩემპიონთა ლიგის მოგება თუ მსოფლიო ჩემპიონატის თასის კიდევ ერთხელ აღმართვა? ეროვნულ ნაკრებში აღარ ვარ, ასე რომ, ევროპის უპრესტიჟულეს საკლუბო ტურნირს ავირჩევდი.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 24 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #24 5 თებერვალი 2021 19:09
    0
    La Pulga,

    https://youtu.be/1YAuxyNVnVY

    ციტატა: La Pulga
    ციტატა: vitorborbafereira
    მეზიზღება ეს კაცი თავისი პიროვნებიდან გამომდინარე,

    ყველაზე არაკაცი ტიპია იმის შემდეგ რაც დეიონგს გაუკეთა

    რა გაუკეᲗა დეიონგს?


    https://youtu.be/1YAuxyNVnVY
    წევრი [?]
    #23 5 თებერვალი 2021 16:05
    0
    ციტატა: vitorborbafereira
    მეზიზღება ეს კაცი თავისი პიროვნებიდან გამომდინარე,

    ყველაზე არაკაცი ტიპია იმის შემდეგ რაც დეიონგს გაუკეთა

    რა გაუკეᲗა დეიონგს?
    Culé [?]
    #22 5 თებერვალი 2021 14:52
    1
    დედა აგინა კულტურული სიტყვებით სრულიად ლა ლიგის მსაჯობას და ფედერაციას
    Culé [?]
    #21 5 თებერვალი 2021 14:37
    0
    ისეთი რააღაცეები იბაზრა მგონი ლა ლიგაში თამაშის უფლება არ ექნება. პრეზიდენტი !.!.
    --------------------
    🗣Johan Cruyff:🗣
    ფეხბურთის თამაში მარტივია, თუმცა მარტივი ფეხბურთის თამაში - რთული"
    გულშემატკივარი [?]
    #20 5 თებერვალი 2021 12:27
    0
    vitorborbafereira,
    რა გაუკეთა დე იონგს?
    ფანი [?]
    #19 5 თებერვალი 2021 12:03
    0
    მეზიზღება ეს კაცი თავისი პიროვნებიდან გამომდინარე,

    ყველაზე არაკაცი ტიპია იმის შემდეგ რაც დეიონგს გაუკეთა
    Culé [?]
    #18 5 თებერვალი 2021 11:54
    2
    პიკე მაგარი კაცია😂 მადრიდს მისაწიერზე არ უშვებს რომ არ წაკბინოს😂 ბართომეუს დაბარება კაი იყო🤣🤣🤣
    საიტის ლეგენდა  [?]
    #17 5 თებერვალი 2021 03:10
    5
    გასახდელში დავიბარეო ეს გომბიო, მაგრამ არ მოვიდაო. მერე ყურები არ აუწიე?
    ფანი [?]
    #16 5 თებერვალი 2021 02:27
    1
    ციტატა: AF10
    ამის აზროვნება და კარგი პასუხები რატომ გიკვირთ :D მსოფლიო ფეხბურთში ყველაზე მაღალი IQ (170-175) აქვს

    რა 170 ძმაო :დდდ მაგდენი ექიმ ჰაუსსაც არ ჰქონია, ეს კიდე ელემენტარულ პოზიციურ სიტუაციაში ურევს დაცვაში, კაი რა :დ
    --------------------
    "They won't remember the trophies we won, they will remember the way we played" - Pep Guardiola.
    ფანი [?]
    #15 5 თებერვალი 2021 01:57
    5
    აუ ბართომეუც რა მაგრა გამოლანძღა
    ჯიგარი ხარ პიკე❤
    საიტის ლეგენდა  [?]
    #14 5 თებერვალი 2021 01:53
    2
    აუ სად გაუტანა ამ ძაღლმა გუნდმა
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    წევრი [?]
    #13 5 თებერვალი 2021 01:46
    9
    ამის აზროვნება და კარგი პასუხები რატომ გიკვირთ :D მსოფლიო ფეხბურთში ყველაზე მაღალი IQ (170-175) აქვს
    ფანი [?]
    #12 5 თებერვალი 2021 01:42
    1
    ანუ უბეში ბართოსაც ბლომად გველისწიწილი ყოლია და პირველ რიგში თავი მათ ამოძირკვას ვერ გაართვაო რა. სწორია, რბილ ხასიათს მტერი მთავარ სისუტედ თვლის და ეგრევე თავზე გაჯდება :))
    მწერალი [?]
    #11 5 თებერვალი 2021 01:41
    0
    შესაძლოა, ჩემი საქმე არ იყო, თუმცა ბართომეუ გასახდელ ოთახში დავიბარე. მაგრამ, ის არასდროს მოსულა.

    :DDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDD
    საიტის ლეგენდა  [?]
    #10 5 თებერვალი 2021 01:40
    0
    გოოოოლ ბეტისმა თხარა შიგ ვილალიბრეშიიიიი
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    ფანი [?]
    #9 5 თებერვალი 2021 01:24
    2
    მართალია არასდროს ჩაიცმევ მარა მადრიდს მაინც მაგრად უყვარხარ :D
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 5 თებერვალი 2021 01:23
    6
    ეს რო პრეზიდენტი გახდება რეალის წამება მერე ნახეთ
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    გულშემატკივარი [?]
    #7 5 თებერვალი 2021 01:20
    12
    ბევრმა არ იცის რა რთულია ბარსელონას დაცვაში თამაში, როცა მთელი გუნდი მეტოქის ნახევარზეა აწეული. პიკემ ამდენი წელი რაც ითამაშა უბრალოდ გმირობაა
    გულშემატკივარი [?]
    #6 5 თებერვალი 2021 01:05
    6
    უბრალოდ სუპერ პიკე
    წევრი [?]
    #5 5 თებერვალი 2021 01:05
    3
    Nini,
    მადლობა მალე ლიგა მომელოცოს 😂

    ჰომო ფაბერი,
    😂😂 არა 24 .. 21ში დაბადებისდღე მაქ 🤣
    --------------------
    - ტერ შტეგენი საუკეთესოა ვინც მე ბარსას კარში მინახავს ❤