Sport: მესი "პარი სენ-ჟერმენზე" ჭორებით დაიღალა

Sport: მესი "პარი სენ-ჟერმენზე" ჭორებით დაიღალა

"ბარსელონას" არგენტინელი ვარსკვლავი, ლიონელ მესი, "პარი სენ-ჟერმენში" შესაძლო გადასვლის შესახებ არსებული ჭორებით დაიღალა, წერს Sport.

გამოცემის თქმით, ლეო გადაწყვეტილების მიღებას სეზონის დასრულებამდე არ აპირებს, რაც მან ჟორდი ევოლესთან ჩაწერილ ინტერვიუშიც დააფიქსირა. ამჟამად, იგი მხოლოდ მიმდინარე სეზონზეა კონცენტრირებული და მოლაპარაკებებს არცერთ კლუბთან არ აწარმოებს.

გასული ორი თვის განმავლობაში, მესის ტრანსფერთან დაკავშირებით, საჯარო კომენტარები ნეიმარმა, ლეონარდომ, მაურისიო პოჩეტინომ, ლეანდრო პარედესმა და ანხელ დი მარიამ გააკეთეს, რასაც რონალდ კუმანმა, "გრანადასთან" გამართული მატჩის შემდეგ, კრიტიკული განცხადებით უპასუხა

"ბარსელონა" და მესი პარიზულ კლუბს 16 თებერვალს, ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში, შეხვდებიან.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #4 4 თებერვალი 2021 17:29
    2
    არამარტო ამ ჭორისგან გადაიღალა ალბათ არამედ იმისგანაც მისი ანაზღაურება რომ იქცა ყველას განხილვის თემად ვისაც არ ეზარება.ვის რაში ეკითხება მესი რამდენს იღებს ანაზღაურების სახით ან სად გადავა.ზრდასრული ადამიანია მესი და თვითონ მიხედავს თავის თავს როგორმე და მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას რაც მისთვის იქნება სასიკეთო.
    ფანი [?]
    #3 4 თებერვალი 2021 16:43
    2
    ნუ შეუკიკინეთ "სი*ბანჯო" ჟურნალისტებო მესის ტვინი! მიხედეთ რეალურს და აქტუალურ თემებს!!!
    დეზინფორმაცია სასაცილოა იქნებ მიხვდეთ
    ფანი [?]
    #2 4 თებერვალი 2021 15:41
    5
    მესი გადააწოდე ამ ფრანგებს იმედია მთლიანი გუნდი მომართული იქნება და გადაუვლიან და მესის პსჟში გადასვლის სურვილს არ გაუჩენენ უნდა გადავუაროთ და კიდევ დარწმუნდება ლეო რომ უნდა დარჩეს, ყველაფერში აესახება უკვე ლეოს რომ დარჩენა უფრო უნდა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 4 თებერვალი 2021 15:35
    3
    იმედია ეხლა მაინც აღარ მოღუნავენ ტვინს ამ ჭორებით
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued