ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 4 თებერვალი

წარმოგიდგენთ რუბრიკას "ერთი დღე "ბარსელონას" ისტორიაში". ამჯერად შემოგთავაზებთ "ბარსელონასთან "დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 4 თებერვალს მოხდა.
თამაშები
4 თებერვალს "ბარსელონას" 17-ჯერ უთამაშია. კატალონიელებმა 9 მატჩი მოიგეს, 6 ფრედ დაასრულეს და 2 წააგეს.
1917 წელი
რამონ ტორალბა "ბარსელონას" პირველი ფეხბურთელი გახდა, რომლის პატივსაცემადაც გამოსამშვიდობებელი მატჩი გაიმართა. შეხვედრა "ინდუსტრიაზე" ჩატარდა, როდესაც ტორალბა ჯერ კიდევ მოქმედი მოთამაშე იყო.
1942 წელი
დაიბადა "ბარსელონას" ყოფილი ფეხბურთელი (1963-1976) და მწვრთნელი (1979-1980) ხოაკიმ რიფე. ფეხბურთელობის დროს მან ლა ლიგა, 2-ჯერ ესპანეთის თასი და 2-ჯერ ბაზრობათა თასი (ამჟამინდელი ევროპა ლიგა), ხოლო მწვრთნელობის დროს თასების მფლობელთა თასი მოიგო.
1951 წელი
"ვალიადოლიდთან" 3-1 მოგებულ შეხვედრაში "ბარსას" ლეგენდამ, სესარ როდრიგესმა "ბლაუგრანას" მაისურით ლა ლიგაში თავისი 150-ე გოლი გაიტანა.
1972 წელი
დაიბადა "ბარსელონას" ყოფილი ფეხბურთელი ჯოვანი. 1996-1999 წლებში "ბლაუგრანას" მაისურით მან 107 თამაში ჩაატარა, 35 გოლი გაიტანა, 9 საგოლე გადაცემა გააკეთა და 6 ტიტული (2 ლა ლიგა, 2 ესპანეთის თასი, თასების მფლობელთა თასი, ევროპის სუპერ თასი) მოიგო.
1994 წელი
დაიბადა "ბარსელონას" ქალთა გუნდის წევრი ალექსია პუტელიასი (სურათზე).
2001 წელი
ლა ლიგის საშინაო მატჩში "ბარსელონამ" "ბილბაო" 7-0 გაანადგურა. გოლები ლუის ენრიკემ (3), ფილიპ კოკუმ (2), აბელარდომ და მარკ ოვერმარსმა გაიტანეს.
2012 წელი
ლა ლიგის პირველივე შეხვედრაში, რომელშიც სასტარტო შემადგენლობაში მოხვდა, კრისტიან ტელიომ გოლი გაიტანა. ეს "სოსიედადთან" "კამპ ნოუზე" ანგარიშით 2-1 მოგებულ შეხვედრაში მოხდა.
2017 წელი
"ბილბაოსთან" 3-0 მოგებულ შეხვედრაში პაკო ალკასერმა "ბარსელონას" მაისურით ლა ლიგაში თავისი სადებიუტო გოლი გაიტანა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 2 ]