"ბარსელონამ" ნეტუს წასვლის უფლება არ მისცა - RAC1

"ბარსელონამ" ნეტუს წასვლის უფლება არ მისცა - RAC1

"ბარსელონას" კარის დარაჯს, ნეტუს გუნდიდან წასვლა უნდოდა, მაგრამ კატალონიურმა კლუბმა ბრაზილიელს ამის უფლება არ მისცა. ამ ინფორმაციას RAC1-ის ჟურნალისტი ჟერარ რომერო ავრცელებს.

წყაროს ცნობით, ნეტუმ რამდენიმე დღის წინ კლუბს გაშვება სთხოვა, თუმცა კატალონიელებმა ის უარით გაისტუმრეს. სავარაუდოდ, ამის მიზეზი ისაა, რომ "ბლაუგრანას" მიერ ფეხბურთელში მოთხოვნილი თანხის გადახდა არავის შეეძლო.

Catalunya Radio-ს ინფორმაციით, ბრაზილიელი მეკარე ბოლო დროს გასახდელში თავს ბედნიერად არ გრძნობს. ამას ემატება ისიც, რომ 31 წლის მოთამაშე ესპანეთის თასზე "გრანადასთან" მატჩის ძირითად შემადგენლობაში ვერ მოხვდა.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #4 4 თებერვალი 2021 04:40
    0
    ცუდი მეკარე არ არის გაუგებარია თან გაშვებაც არ უნდათ და დროც არ ეძლევა სათამაშოდ.იმსახურებს მეტ სათამაშო დროს ნამდვილად.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 4 თებერვალი 2021 00:01
    1
    რანაირად იქცევიან რა არის ეს როდის მერე გახდა ბარსა პესეჟე?
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Culé [?]
    #2 3 თებერვალი 2021 23:59
    1
    არც უშვებენ არც დროს აძლევენ,რა პონტია
    ფანი [?]
    #1 3 თებერვალი 2021 23:44
    2
    რატო ჩაგრავენ, თასზე მაინც ათამაშონ!