ჟერარ პიკე, ანდორას მწვრთნელის რანგში ედერ სარაბიას დებიუტს ესწრება | SPORT

ჟერარ პიკე, ანდორას მწვრთნელის რანგში ედერ სარაბიას დებიუტს ესწრება | SPORT

კატალონიის "ბარსელონას" ცენტრალური მცველი, ჟერარ პიკე ამ წუთებში, სეგუნდა დივიზიონ ბ-ს ეგიდით, "ესპანიოლის" სარეზერვო გუნდსა და "ანდორას" შორის მიმდინარე შეხვედრას ესწრება.

როგორც იცით, პიკე ანდორული კლუბის მფლობელია, რომლის მთავარ მწვრთნელადაც "ბარსას" ყოფილი თაკვაცის, კიკე სეტიენის ასისტენტი, ედერ სარაბია დანიშნა.

შესაბამისად, Diario SPORT-ის ჟურნალისტის, ალბერტ როჟეს ინფორმაციით, 34 წლის ფეხბურთელი "ანდორას" ახალი დამრიგებლის დებიუტს თვალს ტრიბუნიდან მიადევნებს.

აგრეთვე, წყაროს ცნობით, ჟერარი ანდორელთა მოთამაშეს, კიკე სავერიოს შეხვდა, რომელიც "ბარსა ბ-ს" ღირსებას იცავდა, ცოტა ხნის წინ კი ესპანეთის მესამე ლიგის ბინადართა რიგებს შეუერთდა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #5 3 თებერვალი 2021 22:06
    1
    ესენი ლა ლიგაში თუ ამოვიდნენ 6ქულას უპრობლემოდ ავიღებთ
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    გულშემატკივარი [?]
    #4 3 თებერვალი 2021 21:41
    0
    ისე ეგ სავერიო არარის ცუდი ბიჭი სწრაფია საკმაოდ
    გულშემატკივარი [?]
    #3 3 თებერვალი 2021 21:06
    1
    ანდორა თუ ლა ლიგაში ამოვიდა მაგრა გამოგვადგება , ბარსა ბ-ს ფეხბურთელებს გავანათხოვრებთ იქ და გამოცდილებას მიიღებენ ლა ლიგაში და მაგის მიხედვით იქნება დაბრუნება ბარსაში grinning
    გულშემატკივარი [?]
    #2 3 თებერვალი 2021 20:45
    4
    ანდორა თუ შეგვხვდა სადმე თასზე პიკე დავუყენოთ დაცვაში😀
    Culé [?]
    #1 3 თებერვალი 2021 20:44
    0
    ისე ძაან მაინტერესებს თუ პიკემ მოახერხა და მომავალი 10 წლის განმავლობაში ანდორა პრიმერაში ამოიყვანა, ამის შემდეგაც ექნება ბარსაში მუშაობის სურვილი?!