ჟერარ პიკე საკუთარ დაბადების დღეზე დატროლეს

ჟერარ პიკე საკუთარ დაბადების დღეზე დატროლეს

კატალონიის "ბარსელონას" ცენტრალური მცველი, ჟერარ პიკე გუშინ 34-ე დაბადების დღეს აღნიშნავდა. ამ ფაქტის გამო "ბარსას" 3-იანმა Twitter-ის გვერდზე თავისი ასაკის მიმანიშნებელი რიცხვი დაწერა: "34".

შემდეგ, ცნობილმა სატელევიზიო შოუმ, La Resistencia-მ, რომელთანაც პიკეს ხშირი კონტაქტი აქვს, სოციალურ ქსელში განათავსა ფოტო, სადაც მადრიდის "რეალი" ლა ლიგის 34-ე ტიტულს აღნიშნავს და თან შემდეგი წარწერა დაურთო: "ოჰ, ჟერარ, ეს რა გააკეთე?"

როგორც წყარო იტყობინება, ვეტერან ფეხბურთელს ეს ქმედება უპასუხოდ არ დაუტოვებია - "არ ვიცოდი, თუ ნაჩუქარი ლიგის ტიტულები რამეს ნიშნავდა".

La Resistencia-მ ჟერარს სუარესის ფოტო ჩაუგდო და უთხრა, რომ "ელ პისტოლეროს" "გაჩუქება" "ბარსას" ტიტულის ფასად დაუჯდება".

ლა ლიგის მიმდინარე სეზონში ლუის სუარესი "ატლეტიკოსთან" ერთად ჩემპიონობისაკენ მართლაც მიიწევს. "როხიბლანკო" სატურნირო ცხრილის სათავეში 50 ქულით იმყოფება. მას "რეალი" და "ბარსა" 40-40 ქულით მოსდევენ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 3 თებერვალი 2021 23:47
    0
    ციტატა: El pistolero 9
    ატლეტიკო დაკარგავს ქულებს.რთული კალენდარი აქვთ.ჩელსისთან თამაშის შემდეგ კარგ გუნდებს ხვდებიან ჩემპიონატში და იმედია წაამუხრუჭებენ.ჩვენც ჩვენი მხრივ მოსაგები გვაქვს მეორე წრეში

    დაკარგავს, მაგრამ იმდენს არა, რომ ტიტული დათმოს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 3 თებერვალი 2021 21:06
    1
    იმენა მიასხა რეალსაც და იმ სატელევიზიო შოუს
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Culé [?]
    #5 3 თებერვალი 2021 18:06
    2
    ატლეტიკო დაკარგავს ქულებს.რთული კალენდარი აქვთ.ჩელსისთან თამაშის შემდეგ კარგ გუნდებს ხვდებიან ჩემპიონატში და იმედია წაამუხრუჭებენ.ჩვენც ჩვენი მხრივ მოსაგები გვაქვს მეორე წრეში
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    გულშემატკივარი [?]
    #4 3 თებერვალი 2021 17:08
    3
    პრეზიდენტო
    Culé [?]
    #3 3 თებერვალი 2021 16:40
    4
    რა მკბენარია ტიპი😂❤️
    Culé [?]
    #2 3 თებერვალი 2021 16:34
    5
    პასუხი კი გაუცია და პიკე დატროლეს კიდე😁😁
    --------------------
    🗣Johan Cruyff:🗣
    ფეხბურთის თამაში მარტივია, თუმცა მარტივი ფეხბურთის თამაში - რთული"
    Culé [?]
    #1 3 თებერვალი 2021 15:56
    9
    ყოჩაღ ხერარდ მომეწონა პასუხი. პასუხის გაცემა არ გეშლება ნამდვილად. wink