ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 3 თებერვალი

ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 3 თებერვალი

განვაგრძობთ რუბრიკას "ერთი დღე "ბარსელონას" ისტორიაში". ამჯერად შემოგთავაზებთ "ბარსელონასთან "დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 3 თებერვალს მოხდა.

თამაშები

3 თებერვალს "ბარსელონას" 14-ჯერ უთამაშია. კატალონიელებმა 5 მატჩი მოიგეს, 3 ფრედ დაასრულეს და 6 წააგეს.

1935 წელი

მადრიდში "რეალთან" გამართულ შეხვედრაში "ბარსელონამ" 2 გოლი კი გაიტანა (ესკოლა და გუზმანი), მაგრამ თავად 8 გაუშვა და განადგურდა. ეს იყო ამ გუნდების ზედიზედ მე-7 შეხვედრა, რომელშიც "ბარსამ" ვერ მოიგო.

2002 წელი

"ბარსელონამ" "ტენერიფე" სტუმრად 6-0 დაამარცხა. 4 გოლი კლუივერტმა გაიტანა, ერთი პუიოლმა, ერთხელ კი მეტოქემ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა.

2012 წელი

ქალაქ ბარსელონაში არსებული ყინვების გამო "კამპ ნოუს" საფარზე თერმული ხალიჩა დამონტაჟდა.

2016 წელი

ესპანეთის თასზე "ვალენსიასთან" გამართულ შეხვედრაში "ბარსელონამ" 7-0 მოიგო. 4 გოლი ლუის სუარესმა გაიტანა, 3 კი ლეო მესიმ. ამ მატჩში არგენტინელმა კარიერაში თავისი მე-500 გოლი გაიტანა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #4 3 თებერვალი 2021 13:49
    0
    ვალენსიასთან კარგი იყო იიფ❤💙
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 3 თებერვალი 2021 11:36
    0
    დავაი დღესაც უნდა გავიტანოთ ბევრი გოლი
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Culé [?]
    #2 3 თებერვალი 2021 11:11
    1
    ვალენსიას ჩავეგვა გამახსენდა😃❤️ რა დრო იყო!!!
    ფანი [?]
    #1 3 თებერვალი 2021 10:56
    1
    ბოლო მომეწონა❤