რობერტოს კორონავირუსზე დადებითი პასუხი 27-ჯერ მოუვიდა
- 2-02-2021, 21:01
-
Tsitsi
- 10

კატალონიის "ბარსელონას" ესპანელმა ფეხბურთელმა, სერჟი რობერტომ კორონავირუსი უცნაურად გადაიტანა.
როგორც იცით, თითქმის ორი თვის წინ, ტრავმის მიღების შემდეგ, რობერტოს COVID-19 დაუდგინდა, რომლისგანაც, როგორც წესი, 14 დღეში უნდა გათავისუფლებულიყო.
Esport 3-ის ინფორმაციით, სერჟის 2-კვირიანი პერიოდი ერთ თვეზე "გაეწელა".
მას პირველი დადებითი პასუხის შემდეგ, ტესტის გაკეთება 26-ჯერ მოუწია. ყოველ ჯერზე შემოწმება აჩვენებდა, რომ ფეხბურთელი გამოჯანმრთელებული არ იყო.
ამ მიზეზით, სერჟი ტრავმისაგან გამოჯანმრთელებას სიუტატ ესპორტივაზე მისვლით ვერ ახერხებდა.
საბოლოოდ, 28 წლის ნახევარმცველს უარყოფითი პასუხი მოუვიდა, მან ვარჯიშის აღდგენა და "ატლეტიკთან" თამაშიც შეძლო.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 10 ]