ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 2 თებერვალი

ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 2 თებერვალი

წარმოგიდგენთ რუბრიკას "ერთი დღე "ბარსელონას" ისტორიაში". ამჯერად შემოგთავაზებთ "ბარსელონასთან "დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 2 თებერვალს მოხდა.

თამაშები

1 თებერვალს "ბარსელონას" 18-ჯერ უთამაშია. კატალონიელებმა 8 მატჩი მოიგეს, 6 ფრედ დაასრულეს და 4 წააგეს.

1902 წელი

დაიბადა "ბარსელონას" ყოფილი ფეხბურთელი (1919-1932) და მწვრთნელი (1944-1947) ჟოზეპ სამიტიერი. ფეხბურთელობის დროს მან 12 კატალონიის ჩემპიონატი, 5 ესპანეთის თასი და ისტორიაში პირველი ესპანეთის ჩემპიონატი მოიგო. მწვრთნელობის დროს ის ესპანეთის ჩემპიონატისა და არგენტინის ოქროს თასის გამარჯვებული გახდა.

1932 წელს სამიტიერი სათამაშოდ "რეალ მადრიდში" გადავიდა.

1927 წელი

"ლეს კორტსზე" გამართული ამხანაგური "ელ კლასიკო" 0-0 დასრულდა.

1933 წელი

ვისენტ პიერას გამოსათხოვარ მატჩში "ბარსელონა" ესპანეთის ნაკრებთან 2-3 დამარცხდა.

1934 წელი

"ლეს კორტსზე" გამართულ შეხვედრაში ესპანეთმა კატალონიის ნაკრები 2-0 დაამარცხა.

1936 წელი

"ბარსელონამ" "ესპანიოლი" "ლეს კორტსზე" 2-0 დაამარცხა. გოლები ფერნანდესმა და ესკოლამ გაიტანეს.

1941 წელი

"ოვიედოსთან" ლა ლიგაში გამართულ შეხვედრაში "ბარსელონამ" 7-0 მოიგო. გოლები ესკოლამ (2), გრასიამ (2), ფრანკომ, სოსპედრამ და მარტინმა გაიტანეს.

1958 წელი

"კამპ ნოუზე" გამართულ "კლასიკოში" "რეალ მადრიდმა" 2-0 მოიგო.

1966 წელი

დაიწყო "ლეს კორტსის" დანგრევა. ამ სტადიონზე "ბარსელონა" 1922-1957 წლებში თამაშობდა. სტადიონის ტერიტორია 3 თვის შემდეგ 226 მილიონ პესეტად გაიყიდა.

1980 წელი

დაიბადა "ბარსელონას" ყოფილი ფეხბურთელი ოლეგერ პრესასი. "ბარსელონას" მაისურით 2003-2008 წლებში მან 175 თამაში ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა, 2 საგოლე გადაცემა გააკეთა და 5 ტიტული მოიგო.

1987 წელი

დაიბადა ჟერარ პიკე.

2020 წელი

"ლევანტესთან" გამართულ შეხვედრაში (2-1) ანსუ ფატიმ "ბარსელონაში" თავისი პირველი დუბლი შეასრულა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #6 2 თებერვალი 2022 11:48
    0
    დღეს მე პიკეს და შაკირას გვაქვს იუბილე❤️😄😄
    Culé [?]
    #5 2 თებერვალი 2021 16:55
    0
    პიკეს დაბადების დღე ქონია ვულოცავ!! ფატის დუბლი😍😘
    --------------------
    🗣Johan Cruyff:🗣
    "ფეხბურთის თამაში მარტივია, თუმცა მარტივი ფეხბურთის თამაში - რთული"
    " ხარისხი შედეგის გარეშე უსარგებლოა. შედეგი ხარისხის გარეშე მოსაწყენი. "
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 2 თებერვალი 2021 14:45
    0
    სამიტიერზე სტატია გაასწორებდა
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    Culé [?]
    #3 2 თებერვალი 2021 13:07
    0
    გილოცავ და მალე დაბრუნებას გისურვებ ❤️❤️❤️. ჭირდება ეს ადამიანი გუნდს, თუნდაც არ იყოს უშეცდომო.სამაგიეროდ გამოცდილია.იმ დაბნეულ და მოედანზე უაზროდ მორბენალ ლენგლეს ახლაც ჯობს ბევრად.
    Culé [?]
    #2 2 თებერვალი 2021 12:01
    1
    ფატის დუბლი❤️ პიკეს კი ვულოცავ!
    --------------------
    "ჩვენ ორი ვართ ქვეყანაზე, მე და ბარსა, მე და ბარსა!!!"
    Culé [?]
    #1 2 თებერვალი 2021 11:21
    4
    თავიდან ისე კარგდ ვერ მიდიოდა თუმცა პიკეს და ანსუს ამბავმა გამოასწორა ყველაფერი 😀❤️