ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 31 იანვარი

წარმოგიდგენთ რუბრიკას "ერთი დღე "ბარსელონას" ისტორიაში". ამჯერად შემოგთავაზებთ "ბარსელონასთან "დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 31 იანვარს მოხდა.
თამაშები
31 იანვარს "ბარსელონას" 15-ჯერ უთამაშია. კატალონიელებმა 10 მატჩი მოიგეს, 3 ფრედ დაასრულეს და 2 წააგეს.
1932 წელი
მანუელ ოლივარესის დუბლის წყალობით "რეალ მადრიდმა" "ბარსელონა" მადრიდში 2-0 დაამარცხა.
1987 წელი
გარი ლინეკერის (სურათზე) ჰეთ თრიქის წყალობით "ბარსელონამ" "რეალ მადრიდი" "კამპ ნოუზე" 3-2 დაამარცხა. ინგლისელმა პირველი 2 გოლი თამაშის საწყის 5 წუთში გაიტანა. ეს მისთვის ლა ლიგაში შესრულებული პირველი ჰეთ თრიქი იყო.
1987 წელი
"რეალ მადრიდთან" ჩატარებული თამაში "ბარსას" ლეგენდარული ცენტრალური მცველისთვის, მიგელისთვის ლა ლიგაში რიგით 350-ე გამოდგა.
2003 წელი
"ბარსელონას" მთავარ მწვრთნელად რადომირ ანტიჩი დაინიშნა. მან ლუი ვან გაალი შეცვალა.
2003 წელი
კლუბმა დირექტორთა საბჭოს შეკრება დააანონსა. მიზეზი ყოფილი დირექტორის, რამონ ფუსტეს მიერ ჟოან გასპარის წინააღმდეგ აღძრული უნდობლობის საკითხი იყო. ფუსტემ გასპარს კლუბის ისტორიაში ყველაზე ცუდი პრეზიდენტი უწოდა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]