იან ობლაკი: მესის "ატლეტიკოში" ყოფნა სასიამოვნო იქნებოდა

იან ობლაკი: მესის "ატლეტიკოში" ყოფნა სასიამოვნო იქნებოდა

მადრიდის "ატლეტიკოს" სლოვენიელი მეკარე, იან ობლაკი, Cadena Ser-თან ინტერვიუში, ლეო მესის "როხიბლანკოში" გადასვლის შესახებ დასმულ კითხვას პასუხობს.

შეგახსენებთ, რომ არგენტინელს კატალონიურ კლუბთან ხელშეკრულება მიმდინარე წლის ზაფხულში ეწურება.

ლეოსთან ერთად თამაში უფრო მარტივი და სასიამოვნო იქნებოდა, ვიდრე მის წინააღმდეგ. მას თამაში ყველგან შეუძლია, ამიტომაცაა საუკეთესო. ლეოს შეუძლია, ბურთი საკუთარი საჯარიმოდან წამოიღოს და გოლი გაიტანოს.

კრიშტიანუ შესანიშნავი შემტევია, გოლების გატანა მასაც შეუძლია. ისინი არიან საუკეთესო ფეხბურთელები, რომელთა წინააღმდეგაც მითამაშია.

სლოველიელმა, ასევე, ლუის სუარესის შესახებ ისაუბრა.

"ატლეტიკოში ყოველთვის საუკეთესო თავდამსხმელები გვყავდა. სუარესი ამტკიცებს თუ როგორი დიდებული ფეხბურთელია, იგი შექმნილი მომენტების ნახევარს იყენებს. მოხარულები ვართ, რომ "ბარსელონამ" იგი გაუშვა.

- ამბობს ობლაკი.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 11 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #11 29 იანვარი 2021 22:31
    0
    სუარესითაც დაკმაყოფილდი მომინდომა მესი და კაი ცხოვრება
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    საიტის ლეგენდა  [?]
    #10 29 იანვარი 2021 20:13
    0
    ციტატა: El pistolero 9
    სუა როგორ ვაჩუქეთ rage

    რა არის იცით, ატლეტიკო დალაგებული გუნდია ძლიერი დაცვით და ნახევარდაცვით, ანუ სუარესს არ უჭირს იქ თამაში. მესიც რო გადასულიყო იგივე შედეგი იქნებოდა, ასე რომ ვთქვათ დაბერდნენ და მოედანზე სეირნობენო არის სისულელე, თუ გუნდს დაცვა, ნახევარდაცვა არ ყავს მარტო თავდასხმა ვერაფერს გააკეთებს. იმედია ბარსას კიდევ დაემატება ვინმე პედრი-დე იონგი-არაუხო-ფატის მსგავსები და გუნდი ისევ ძველებურად ამუშავდება, მაგრამ ლეოს დრო აღარა აქვს, და მე მგონი აუცილებლად წავა, ვერც გაამტყუნებ ბართომეუ ვალვერდეებმა იმდენი დააკარგინეს რო დღეს რონალდუს ხმა არ ექნებოდა ამოსაღები ლეოს ვჯობივარო, მეტი ლიგები მაქვს მოგებულიო.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #9 29 იანვარი 2021 16:20
    1
    სუა როგორ ვაჩუქეთ rage
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    ფანი [?]
    #8 29 იანვარი 2021 15:46
    1
    ვერ ეღირსებით ვერასდროს
    Culé [?]
    #7 29 იანვარი 2021 15:14
    2
    ნამდვილად უნდა უხაროდეს ატლეტიკოს ისეთი ფეხბურთელის და მაღალი დონის თავდამსხმელის ყოლა როგორიც სუარესია, საამაყოა უფრო მეტიც.ბარსელონას კი ვინ ჰყავს მის შემცვლელად და ვის აცვია ცხრა ნომერი მაისური სუარესის ნაცვლად რომ წარმოვიდგენ ვგიჟდები და ვერ ვინელებ მაგ ამბავს.
    Culé [?]
    #6 29 იანვარი 2021 15:00
    2
    მესი ვის არ უნდა ნეტა?😁😁 სუა რომ გააგდო ბართუშამ ჯერ ის ვერ მომინელებია. 😠
    --------------------
    🗣Johan Cruyff:🗣
    "ფეხბურთის თამაში მარტივია, თუმცა მარტივი ფეხბურთის თამაში - რთული"
    " ხარისხი შედეგის გარეშე უსარგებლოა. შედეგი ხარისხის გარეშე მოსაწყენი. "
    ფანი [?]
    #5 29 იანვარი 2021 14:23
    2
    ინატრეთ მესი, ოცნებას კაცი არ მოუკლვს, მესიმ ბარსაში უნდა დაასრულოს აუცილებლად კარიერა, ბარსელონამ გაზარდა უმკურნალა გახადა საუკეთესო ფეხბურთელი და მესისგან არ იქნება სწორი საქციელი ამ კლუბიდან წასვლ და თან პირდაპირ კონკურენტ გუნდში გადასვლა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 29 იანვარი 2021 14:03
    1
    კონკურენტ გუნდში გაუშვდს თითქმის უფასოდ ამ მავნებლებმა, ობლაკი რატომაც არ იქნება კმაყოფილი.
    Culé [?]
    #3 29 იანვარი 2021 13:47
    1
    შეირგე შენ ის ლუდები და სუარესი, დაანებე მიუღწეველ ოცნებებს თავი. ერთი მესი გადავა ატლეტიკოში და მერე შენ აუღებ ლიგის ფინალში პენალტს რონალდუს satisfied , ბოდიშით მაგრამ ამის პირველობა მე პირადად გაზვიადებული მგონია ტერშტეგენს რომ ვუყურებ. აი სულ ერთი მატჩი ჩაატარებინონ ამას ამ ბარსელონაში და გამოჩნდება ყველაფერი.
    --------------------
    "ჩვენ ორი ვართ ქვეყანაზე, მე და ბარსა, მე და ბარსა!!!"
    ფანი [?]
    #2 29 იანვარი 2021 13:34
    2
    მასე, მესი ბათუმის დინამოშიც მინდა, მარა, ზრაპარია მაი ამბავი. ობლაკ ნამეტანს ნუ მოითხოვ ახლა დაწყნარდი
    ფანი [?]
    #1 29 იანვარი 2021 13:31
    1
    მოხარული ვართ რომ იგი ბარსელონამ გაუშვა : დ :)