ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 29 იანვარი

წარმოგიდგენთ რუბრიკას "ერთი დღე "ბარსელონას" ისტორიაში". ამჯერად შემოგთავაზებთ "ბარსელონასთან "დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 29 იანვარს მოხდა.
თამაშები
29 იანვარს "ბარსელონას" 15-ჯერ უთამაშია. კატალონიელებმა 10 მატჩი მოიგეს, 4 ფრედ დაასრულეს და 1 წააგეს.
1881 წელი
დაიბადა "ბარსელონას" ყოფილი ფეხბურთელი (1899-1900) ხუან დე ურუელა ი მორალესი.
1966 წელი
დაიბადა "ბარსელონას" ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი რომარიო. 1993-1995 წლებში "ბარსელონაში" ჩატარებულ 65 თამაშში მან 39 გოლი გაიტანა. 1994 წელს რომარიომ ლა ლიგა მოიგო.
1984 წელი
გოიკოეჩესთან მომხდარი ინციდენტის შემდეგ დიეგო მარადონას "ბარსელონა" "ბილბაოს" პირველად შეხვდა. ბასკეთში გამართულ მატჩში სტუმრებმა 2-1 მოიგეს და ორივე გოლი მარადონამ გაიტანა. იმ თამაშში სარეკორდო რაოდენობის, 50 ჯარიმა დაფიქსირდა.
2006 წელი
"მალიორკასთან" სტუმრად 3-0 მოგებულ შეხვედრაში მესიმ ლა ლიგაში თავისი პირველი დუბლი გაიფორმა.
2011 წელი
"ერკულესთან" სტუმრად 3-0 მოგებულ შეხვედრაში გატანილი გოლის წყალობით ლეო მესი ლა ლიგის ისტორიაში "ბარსელონას" მე-3 საუკეთესო ბომბარდირი გახდა. 109 გოლით მან სამუელ ეტო’ოს გადაასწრო.
2017 წელი
"ბეტისთან" სტუმრად 1-1 ჩატარებულ შეხვედრაში ივან რაკიტიჩმა ლა ლიგაში თავისი მე-200 თამაში ჩაატარა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]