ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 28 იანვარი

წარმოგიდგენთ რუბრიკას "ერთი დღე "ბარსელონას" ისტორიაში". ამჯერად შემოგთავაზებთ "ბარსელონასთან "დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 28 იანვარს მოხდა.
თამაშები
28 იანვარს "ბარსელონას" 15-ჯერ უთამაშია. კატალონიელებმა 7 მატჩი მოიგეს, 2 ფრედ დაასრულეს და 6 წააგეს.
1918 წელი
დაიბადა "ბარსელონას" ყოფილი მწვრთნელი (1954-1955) სანდრო პუპო.
1934 წელი
მადრიდში, "ჩამარტინზე" გამართულ შეხვედრაში "ბარსელონა" "რეალ მადრიდთან" 0-4 განადგურდა. სტუმართა კარში ერთი გოლი "ბლაუგრანას" ყოფილმა ფეხბურთელმა, ჟოზეპ სამიტიერმა გაიტანა.
1940 წელი
"ჩამარტინზე" გამართული "ელ კლასიკოს" მე-3 წუთზე ანგარიში უკვე 1-1 იყო, საბოლოოდ "რეალ მადრიდმა" 2-1 მოიგო. სტუმართაგან გოლი პასკუალმა გაიტანა.
2000 წელი
დაიბადა "ბარსელონას" ყოფილი ფეხბურთელი აბელ რუისი. 2019/2020 წლების სეზონში მან "ბარსელონას" პირველ გუნდში 1 თამაში ჩაატარა.
2012 წელი
"ვილიარეალთან" სტუმრად გამართულ შეხვედრაში (0-0) ჟერარ პიკემ ლა ლიგაში "ბარსელონას" მაისურით მე-100 თამაში ჩაატარა.
2012 წელი
"ვილიარეალთან" სტუმრად გამართულ შეხვედრაში (0-0) ლა ლიგაში კრისტიან ტელიოს დებიუტი შედგა.
2018 წელი
"ალავესთან" "კამპ ნოუზე" გამართულ მატჩში (2-1) ფილიპე კოუტინიომ ლა ლიგაში "ბარსას" მაისურით პირველად ითამაშა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]