"ბარსელონას" ფანკლუბების მსოფლიო ფედერაციის განცხადება

26 იანვარს ოფიციალურად დადასტურდა, რომ "ბარსელონას" საპრეზიდენტო არჩევნები 7 მარტს გაიმართება და ხმის მიცემა ფოსტის საშუალებითაც იქნება შესაძლებელი.
მალევე გაირკვა, რომ ფოსტით ხმის მიცემის უფლება მხოლოდ ესპანეთსა და ანდორაში მცხოვრებ კლუბის წევრებს (Socio) ექნებათ, რამაც საზღვარგარეთ მცხოვრები ქომაგების უკმაყოფილება გამოიწვია.
ცოტა ხნის წინ "ბარსელონას" ოფიციალური ფანკლუბების მსოფლიო ფედერაციამ სპეციალური განცხადება გაავრცელა. ამ ფედერაციაში ის ფანკლუბები არიან გაწევრიანებული, რომლებიც ესპანეთის ფარგლებს მიღმა მოღვაწეობენ. მათ შორისაა ჩვენი ოფიციალური ფანკლუბიც - Penya Blaugrana Tbilisi.
განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ფედერაცია "ბარსელონას" მმართველი კომისიის გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა. საქმე ისაა, რომ ესპანური კანონმდებლობა ხმის საზღვარგარეთიდან მიცემის შესაძლებლობას ითვალისწინებს. ფანკლუბების მსოფლიო ფედერაცია "ბარსელონას" მოუწოდებს, ამ შესაძლებლობის გამოყენებისთვის კლუბში შესაბამისი ღონისძიების გატარება დაიწყოს იმისათვის, რომ საზღვარგარეთ მცხოვრებ გულშემატკივრებს ხმის მიცემის საშუალება ჰქონდეთ.
ფანკლუბების მსოფლიო ფედერაციის მთავარი არგუმენტი ისაა, რომ საზღვარგარეთ მცხოვრები გულშემატკივრები ყოვეწლიურ საწევროს ზუსტად იმდენს იხდიან, რამდენსაც ესპანელი ქომაგები (წელიწადშსი 185 ევრო), მაგრამ თანაბარი უფლებებით ვერ სარგებლობენ.
ფედერაცია ასევე სურვილს გამოთქვამს "ბარსელონას" წესდებაში არჩევნების ელექტრონულად ჩატარების შესაძლებლობაც იქნას გათვალისწინებული. თუმცა ეს 7 მარტის არჩევნებამდე ვერ მოესწრება.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]