სუარესი ახლა ბოლო ხმაზე უნდა ხარხარებდეს - ბერბატოვი

სუარესი ახლა ბოლო ხმაზე უნდა ხარხარებდეს - ბერბატოვი

"მანჩესტერ იუნაიტედისა" და ბულგარეთის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი, დიმიტარ ბერბატოვი El Pais-თან ინტერვიუში ლუის სუარესის თემას ეხმაურება:

ლუის სუარესი ამჟამინდელი მდგომარეობით კმაყოფილი უნდა იყოს, რადგან მას" ბარსელონაში" სათანადოდ არ მოექცნენ. ახლა კი, კატალონიელები სინანულს გრძნობენ.

დარწმუნებული ვარ, რომ სუარესი ყველაფრის უკან მოტოვებასა და" ატლეტიკოში" სიამოვნების მიღებას არ ნანობს.

შეხედეთ, "როხიბლანკო" ამჟამად ლა ლიგის სატურნირო ცხრილს ლიდერობს. მადრიდელები მეორე ადგილოსნებს 7 ქულით უსწრებენ და მარაგში 1 მატჩი აქვთ... სუარესი ახლა ხმამაღლა უნდა ხარხარებდეს.

ურუგვაელი შემტევი "ატლეტიკოში" დიდებულ სეზონს ატარებს. მან პირველ 15 მატჩში თავის გამოჩენა 12-ჯერ შეძლო, რაც 2009 წელს დაფიქსირებული შედეგის შემდეგ, საუკეთესოა. მაშინ კრიშტიანუ რონალდუმ თავის პირველ სეზონში, 15 მატჩში, 13 გოლი გაიტანა. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #7 27 იანვარი 2021 23:10
    0
    გაქვავებულია ბარსა, აბა როგორ შეიძლება ბრაითვაიტი დატოვო და სუა გაუშვაა?
    დღეს ისეა ბარსა გაქვავებული და დაცემული, როგორც ზღაპრებში, ბოროტი ჯადოქრები, რომ აქვავებდენ ხოლმე კეთილ პერსონაჟებს, მაგრამ ბოლოს კეთილი იმარჯვებდა, ეს ისე პარალელისთვის შევადარე.
    ლაპორტას მოსვლა=ბარსას გაცოცხლებას
    კულეებო ცოტაც და ბარსა დაიბრუნებს მის სახეს!
    წარმატება ბარსას და თქვენ, ჩემო მეგობრებო და ერთგულო გულშემატკივრებო!!!
    ფანი [?]
    #6 27 იანვარი 2021 22:50
    0
    სუარესის გაავება იყო ყველაზე დიდი შეხდომა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 27 იანვარი 2021 22:21
    0
    როგორ მეშლება ნერვები რატო გაუშვეს სუა აი რისი გულისთვის
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Culé [?]
    #4 27 იანვარი 2021 21:45
    0
    ეჰ ეს რას გაასწორებდა ბარსაში თავის დროზე, ამაზე და ტორესზე რამდნეი ვინანე :(
    Culé [?]
    #3 27 იანვარი 2021 21:23
    2
    მართლა რა უუნარობა იყო ჯეკას გაშვება თან სად?! უშუალო მეტოქის გუნდში!!!😞
    --------------------
    "ჩვენ ორი ვართ ქვეყანაზე, მე და ბარსა, მე და ბარსა!!!"
    Culé [?]
    #2 27 იანვარი 2021 21:17
    2
    ციტატა: ani-barca10
    ლიგაზე რო 2 წელში 2 გოლი ქონდა გატანილი მაშინ თუ ხარხარებდა :დ

    ძაღლიან ღორიანად ყველა იმდენს რო გვიტანდა რამდენიც უხაროდა, მაგ 2 გოლის ბრალი იქნებოდა უეჭველი :))
    Culé [?]
    #1 27 იანვარი 2021 20:33
    2
    ეს რეალობაა რომელიც სამწუხაროა. რატო გაუშვეს რა ტო რატოო. ბართომეუს .... ........ ეგ არასწორი კაცი. თან სად გაუშვა ჩვენს ერთ ერთ მთავარ მეტოქესთან😡😡😠
    --------------------
    🗣Johan Cruyff:🗣
    "ფეხბურთის თამაში მარტივია, თუმცა მარტივი ფეხბურთის თამაში - რთული"
    " ხარისხი შედეგის გარეშე უსარგებლოა. შედეგი ხარისხის გარეშე მოსაწყენი. "