კლუბი ჟუნიორ ფირპოს გაყიდვას და ახალი მარცხენა მცველის შეძენას გეგმავს
- 27-01-2021, 11:08
-
El Maestro
- 8

"ბარსელონას" ტექნიკური მდივანი და პრეზიდენტობის კანდიდატები გუნდის მარცხენა მცველის, ჟუნიორ ფირპოს გაყიდვას და "ვალენსიას" მარცხენა მცველის, ხოსე გაიას შეძენას გეგმავენ.
ესპანელი ჟურნალისტის, ჩავი კამპოსის ინფორმაციით, "ლურჯ-ბროწეულსიფერებმა", შესაძლოა, "ღამურების" ფინანსური მდგომარეობით ისარგებლონ და 25 წლის გაია 15 მილიონ ევროდ გაიფორმონ. ამ მომენტისთვის, ესპანელმა მოთამაშემ "ბარსას" ინტერესის შესახებ არაფერი იცის. მას საუკეთესო კონტრაქტი და ამბიციური პროექტი სურს, რისი მიღებაც "ვალენსიაში" შეუძლებელია.
ასევე არის ალტერნატიული ვარიანტი - მარკოს ალონსო, რომელიც კატალონიური კლუბის ტექნიკურ მდივანს მოსწონს. მის შეძენას "ბარსელონა" იმ შემთხვევაში შეეცდება, თუ ფირპო კლუბიდან ამ თვეშივე წავა. ესპანელს "ჩელსის" შემადგენლობაში სექტემბრის შემდეგ არ უთამაშია, მაგრამ სიტუაცია, შესაძლოა, შეიცვალოს მას შემდეგ, რაც ლონდონურმა კლუბმა მთავარ მწვრთნელად თომას ტუხელი დანიშნა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]