მესის ბრწყინვალე თამაში, ასისტი და კეიტას გოლი "რაიოს" კარში
- 27-01-2021, 00:39
-
DaviD_ViLLa_7
- 7

დღეს, თბილისის დროით 23 საათსა და 55 წუთზე, "ბარსელონა" სტუმრად "რაიო ვალეკანოს" დაუპირისპირდება.
"ბლაუგრანას" Twitter-ის ოფიციალური გვერდი ამ თამაშთან დაკავშირებით სეიდუ კეიტას მიერ მადრიდელთა კარში გატანილ ერთ-ერთ გამორჩეულ გოლს იხსენებს.
ლა ლიგის 2011/12 წლების სეზონის 36-ე ტურის მატჩში "ბარსა" "რაიოს" ესტუმრა. იმ შეხვედრში, რომელშიც კატალონიელებმა მეტოქე 7-0 გაანადგურეს, ერთ-ერთი გოლი კეიტამ გაიტანა. ლიონელ მესის ეფექტური თამაშისა და შესანიშნავი საგოლე გადაცემის შემდეგ, მალელ ნახევარმცველს "რაიოს" კარის აღება არ გასჭირვებია.
სეიდუ კეიტა "ბარსელონაში" 2008-12 წლებში ირიცხებოდა. მან "ბლაუგრანას" შემდეგ "დალიან აერბინში", "ვალენსიაში", "რომასა" და "ელ ჯაიშში" ითამაშა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]