ლიონელ მესი ფრანგულ ენას არ სწავლობს - Sport

ლიონელ მესი ფრანგულ ენას არ სწავლობს - Sport

ბოლო დროს "ბარსელონას" ვარსკვლავ ლიონელ მესის ფრანგულ "პარი სენ-ჟერმენს" აქტიურად უკავშირებენ. არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ პსჟ კატალონიელთა კაპიტნის გადაბირებას ცდილობს. ბუნებრივია, ამან დღევანდელი ცნობები კიდევ უფრო დამაჯერებელი გახადა.

დღეს Canal+-ის ფრანგმა ჟურნალისტმა ჟეფრუა გარეტიემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მესიმ და მისმა მთელმა ოჯახმა ფრანგული ენის გაკვეთილები დაიწყო, თუმცა, Sport-ს თუ დავუჯერებთ, ეს ცნობები სიმართლეს არ შეესაბამება.

კატალონიური წყაროს ცნობით, არგენტინელი ფეხბურთელის გარემოცვა ამ ჭორებს კატეგორიულად უარყოფს. 33 წლის მოთამაშესთან დაახლოებული პირები აცხადებენ, რომ მესის ფრანგული ენის სწავლა არ დაუწყია.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 9 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #9 27 იანვარი 2021 22:31
    0
    ამ ხნის კაცს ინგლისური არ უსწავლია და ფრანგულის სწავლას დაიწყებს?
    ფანი [?]
    #8 27 იანვარი 2021 09:54
    1
    იმდენი ჭორები დაიწერება კიდევ რო სულ შეგვაზიზღებენ ყველაფერს, მაგრამ მესი არ წავა დარწმუნებულივარ
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 27 იანვარი 2021 01:01
    1
    იასნა ფრანგული არა ალჟირული
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 27 იანვარი 2021 00:46
    3
    ფრანგულს კი არა ინგლისური ეზარება ტიპს, მესია და სულ რამოსზე და რეალმადრიდზე ჰკიდია smiley
    Culé [?]
    #5 27 იანვარი 2021 00:46
    2
    ჯერ სადაა აწი სახლს ეძებს პარიზშიო იმასაც დაწერენ, მერე სტუმრად რომ მოგვიწევს თამაში მესი დარჩენას აპირებდაო და ასე. მოვა დონ ლაპორტა და მოგხედავთ ჭორიკანა ნაძირლებო!😡
    --------------------
    "ჩვენ ორი ვართ ქვეყანაზე, მე და ბარსა, მე და ბარსა!!!"
    ფანი [?]
    #4 27 იანვარი 2021 00:43
    0
    სიტი 2-0იგებს უკვე დდ უეჭველი დადებენ პრემიერ ლიგას კიდე თან პლიუს 1-ლზე არიან და რო ამბობდით კანსელო არ გვინდაო აგერ გოლს+ასისტი მიითვალა😘
    Culé [?]
    #3 27 იანვარი 2021 00:36
    0
    უყუტებთ ვინმე ინტერი-მილანს რა დაუძაბეს ერთმანეთს იბრამ და ლუკაკუმ
    Culé [?]
    #2 27 იანვარი 2021 00:11
    1
    ვეღარ გავიგე რა არის სწორი და რა არა,რომელ წყაროს ენდოს და რომელს არა ვერ გაიგებს კაცი,ჯერ გავრცელდა რომ ფრანგულს სწავლობს მეორე წყაროს ცნობით ტყუილია ეს ამბავი...მიდი და გაარჩიე მტყუანმართალი.
    Culé [?]
    #1 27 იანვარი 2021 00:03
    3
    როდის მოვა ლაპორტა ერთი სული მაქ და დარჩება მესი და იტყვის რომ აქ ვრჩებიო და ეს ჭორები ჩამრთავდება..
    --------------------
    🗣Johan Cruyff:🗣
    "ფეხბურთის თამაში მარტივია, თუმცა მარტივი ფეხბურთის თამაში - რთული"
    " ხარისხი შედეგის გარეშე უსარგებლოა. შედეგი ხარისხის გარეშე მოსაწყენი. "