"ბარსელონაში" სუარესის გაშვებას ნანობენ - მარტინ ლასარტე
- 26-01-2021, 23:08
-
DaviD_ViLLa_7
- 12

ყოფილი ურუგვაელი მწვრთნელი მარტინ ლასარტე, რომელსაც ლუის სუარესის აღმოჩენაში უდიდესი წვლილი მიუძღვის, მისი თანამემამულის "ბარსელონადან" წასვლის შესახებ საუბრობს.
"ბარსამ" გასულ ზაფხულში, იმ დროს, როდესაც კლუბის პრეზიდენტი ჯერ კიდევ ავადსახსენებელი ჟოზეპ მარია ბართომეუ იყო, სუარესი მადრიდის "ატლეტიკოში" გაუშვა. 34 წლის შემტევი "როხიბლანკოს" შესანიშნავად მოერგო და კარგადაც ათამაშდა. მის აქტივში ლა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში 15 მატჩი, 12 გოლი და 2 შედეგიანი გადაცემაა.
დარწმუნებული ვარ, "ბარსელონაში" სუარესის გაშვებას ნანობენ. ასეთ სიტუაციაში, როდესაც მმართველობასთან დაკავშირებული საკითხი თავს იჩენს, ყველაფერი გართულებულია.
სუარესის კარიერა "ბლაუგრანაში" თითქოს ბურუსში ეხვეოდა. ახლა ლუისმა ახალ კლუბში ახლიდან გაიბრწყინა. ალბათ, ის კარგად მოიქცა, რომ "ბარსას" კომფორტის ზონა დატოვა.
- ციტირებს ლასარტეს სიტყვებს Marca.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 12 ]