ბარსელონა და რეალი სოციალურ ქსელებში ლიდერობენ

ბარსელონა და რეალი სოციალურ ქსელებში ლიდერობენ

Deloitte Football Money League, რომელიც სხვადასხვა ასპექტის მიხედვით კლუბების რეიტინგს გვთავაზობს, ამჟამად იმ გუნდების ხუთეულს აქვეყნებს, რომლებსაც სოციალურ ქსელებში ყველაზე მეტი მიმდევარი ჰყავთ.

მონაცემები 2020 წლის ჩათვლითაა შედგენილი და ასე გამოიყურება:

1. „რეალი“

მადრიდელებს სოციალური ქსელების მასშტაბით 251.5 მილიონი მიმდევარი ჰყავთ. აქედან, 110.9 მილიონი – Facebook-ზე, 94.5 - Instagram-ზე, 35.7 - Twitter-ზე, 6.2 - YouTube-ზე, 4.2 კი Tik Tok-ზე მოდის.

2. „ბარსელონა“

„ბარსას“ მიმდევართა რაოდენობა 248 მილიონს შეადგენს. რომელთა უმეტესობა (103.2) Facebook-ზე გვევლინება, შემდეგ კი მოდიან - Instagram (92.5), Twitter (35), YouTube (10.7) და Tik Tok (6.6).

3. „მანჩესტერ იუნაიტედი“

ინგლისური გრანდი 140.8 მილიონი გულშემატკივრით მესამე ადგილს იკავებს. ქომაგთა მასა შემდეგ ქსელებზეა გადანაწილებული: 73.4 – Facebook, 38.5 – Instagram, 24 – Twitter, 3.6 – YouTube და 1.2 – Tik Tok.

4. „იუვენტუსი“

„ბებერ ქალბატონს“ 102.9 მილიონი გამომწერი ჰყავს, მათგან 43.5 მილიონი Facebook-ის მიმდევარია, 45.6 – Instagram-ის, 8.7 – Twitter-ის, 3.1 – YouTube-ის, ხოლო Tik Tok 2 მოლიონით ბოლოზეა.

5. „ჩელსი“

ხუთეულს ლონდონური კლუბი ასრულებს, რომელსაც ჯამში 93.2 მიმდევარი ჰყავს - 48.6 მილიონის რჩეული Facebook-ია, 24.8 მილიონს Instagram ურჩევნია, 15.8 მილიონი ცნობებს Twitter-ზე ეცნობა, 2.5 YouTube-ზე იყრის თავს, 1.5 კი თავის საყვარელ გუნდს Tik Tok-ზე აკვირდება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 27 იანვარი 2021 15:15
    1
    იუვენტუსს დარწმუნებული ვარ, რონალდუს გადასვლის შემდეგ მოემატა მიმდევრები. მანამდე ალბათ ათეულშიც არ იქნებოდა.
    ფანი [?]
    #4 27 იანვარი 2021 09:47
    0
    ეს რო საქმეს შველოდეს რეალი ისეთ ფორმაში იქნება რო რავი ალბატ თამაშს არ წააგებდნენ🙂
    Culé [?]
    #3 26 იანვარი 2021 22:49
    2
    თუ რამოსთან ვერ გაახანგრძლივეს მერე ნახონ სად აღმოჩნდებიან😃. აი რამოსიც თუ გაექცათ ახლა ძაან დარხეული აქვთ
    Culé [?]
    #2 26 იანვარი 2021 22:38
    3
    იუტუბზე და ტიკ ტოკზე ვასწრობთ რეალს მხოლოდ😁😁
    --------------------
    🗣Johan Cruyff:🗣
    ფეხბურთის თამაში მარტივია, თუმცა მარტივი ფეხბურთის თამაში - რთული"
    Culé [?]
    #1 26 იანვარი 2021 22:38
    1
    რეალს კიდე რამდენი მოაკლდებოდა რონალდო რო გადავიდა მაშინ