5 არარეგულარული ფეხბურთელი, რომელიც ბარსას შეუძლია გაყიდოს და ლა მასიას ფეხბურთელებით ჩაანაცვლოს

5 არარეგულარული ფეხბურთელი, რომელიც ბარსას შეუძლია გაყიდოს და ლა მასიას ფეხბურთელებით ჩაანაცვლოს

კლუბის ფინანსური მდგომარეობის გამო, "ბარსამ" ზოგიერთი არარეგულარული ფეხბურთელის გაყიდვა უნდა განიხილოს და "ლა მასიას" ფეხბურთელებით ჩაანაცვლოს .

Tribuna-ზე დაყრდნობით წარმოგიდგენთ "ბარსელონას" იმ მოთამაშეებს, რომელთა გაყიდვის შემთხვევაში კატალონიურ კლუბს დიდი დანაკარგი არ ექნება:

ფეხბურთელი, რომელიც "ბარსამ" უნდა გაყიდოს: ნეტუ

ფეხბურთელი, რომელიც მას ჩაანაცვლებს: ინიაკი პენია

როგორც რონალდ კუმანმა განაცხადა, ნეტუს კლუბის დატოვება სურს, ამიტომ ზაფხულში მისი გაშვება პრობლემებს არ წარმოქმნის. იმის მაგივრად, რომ კლუბმა მილიონები დახარჯოს ტერ შტეგენის რეზერვზე, შეუძლია ინიაკი პენიათი ჩაანაცვლოს. ესპანელ ფეხბურთელს ამ სეზონში "ბარსა ბ-ში" 6 ტურის განმავლობაში კარი მშრალად 3-ჯერ აქვს შენახული.


ფეხბურთელი, რომელიც "ბარსამ" უნდა გაყიდოს:ლანგლე/უმტიტი

ფეხბურთელი, რომელიც მას ჩანაცვლებს: არნაუ ტენასი

კლუბისთვის ამ 2 ცენტრალური მცველის არსებობა კარგია, მაგრამ იმის გათვალისწინებით, თუ როგორ ასპარეზობენ ისინი ამ სეზონში, "ბარსა" სეზონის ბოლოს რომელიმეს გაყიდვაზე უნდა დაფიქრდეს. მათი ადგილი შეიძლება დაიკავოს არნაუ ტენასმა, რომელიც ამ სეზონში კარგ ფორმაშია. ის "ბარსა ბ-ში" ერთადერთი ფეხბურთელია, რომელსაც ყველა ხელმისაწვდომი დრო აქვს გამოყენებული. მის ანგარიშზეა ერთი გოლიც.


ფეხბურთელი, რომელიც "ბარსამ" უნდა გაყიდოს: ჟუნიორ ფირპო

ფეხბურთელი, რომელიც მას ჩაანაცვლებს: ხუან მირანდა/ალექს ბალდე

ჟუნიორ ფირპო ჟორდი ალბას ღირსეული რეზერვია, მაგრამ ჯერ არ არის საკმარის დონეზე, რომ კონკურენცია გაუწიოს მას საწყის შემადგენლობაზე. კატალონიელებს ჰყავთ ახალგაზრდა ფეხბურთელები, ხუან მირანდა და ალექს ბალდე, რომელიც აშკარად უფრო პერსპექტიულები არიან, ვიდრე ჟუნიორ ფირპო. ამჟამად ბალდე "ბარსა ბ-ში" ასპარეზობს, მირანდა კი იჯარის წესით "ბეტისში".


ფეხბურთელი, რომელიც "ბარსამ" უნდა გაყიდოს: მირალემ პიანიჩი

ფეხბურთელი, რომელიც მას ჩაანაცვლებს: ხანდრო ორელანა

როგორც ჩანს, კუმანი პიანიჩს ბუსკეტსის რეზერვად მიიჩნევს, ბოსნიელი ფეხბურთელი კი თავისი როლით "ბარსელონაში", კმაყოფილი არაა. ორივე მხარისთვის უკეთესი იქნება, თუ ზაფხულში "ბარსელონა" მას სხვა გუნდს მიჰყიდის. ხანდრო ორელანა კი ძალიან პერსპექტიული ფეხბურთელია, მას შესანიშნავი მუშაობის მაჩვენებელი აქვს. მისი გრძელი ჩაწოდებები ანდრეა პირლოს მოგაგონებთ.


ფეხბურთელი, რომელიც "ბარსამ" უნდა გაყიდოს: ფრანსიშკუ ტრინკაუ

ფეხბურთელი, რომელიც მას ჩაანაცვლებს: ალექს კოლადო

პორტუგალიელი ფეხბურთელის გაყიდვა ნამდვილად უსამართლო იქნებოდა, რადგან ის მეტ შანსებს იმსახურებს, თუმცა "ბარსელონამ" თავისი ფინანსური მდგომარეობა უნდა გაითვალისწინოს და ტრინკაუ სეზონის ბოლოს გაყიდოს. რთულია დავასახელოთ არგუმენტი, იმის დასამტკიცებლად რომ ტრინკაუ კოლადოს რაიმეთის სჯობს. თავის მხრივ კოლადო მრავალმხრივი ფეხბურთელია, რის გამოც იმსახურებს პირველ გუნდში შანსებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 16 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #16 27 იანვარი 2021 17:03
    0
    ციტატა: basa7
    ისე ძაან შეარება კია ტრინკაოს და კლადოს შედარებ, ახალ მოსული ტრინკაო რომელიც ჯერ ბოლომდე ადაპტირებულიც კი არაა და კოლადო რომელიც აკადემიის გაზრდილია მაგრამ პირველ გუნდში ვერ მოხვდა. დიდი ბოდიში მწერალს მაგრამ კოლადოს გამო ტრინკაო რატო უნდა გავყიდოთ ? ღირებული არგუმენტია საჭირო, ტექნიკური თვალსაზრისით კოლადო ტრინკაოს ნახევარი არაა და 21 წლის ტრინკაოს ერთი წელი მაინც თუ აცლით იქ სადაც ჩამოყალიბებულ კოუტინიოს და გრიზმანს სამ სამი წელი აცადეთ კარგს იზამთ.
    პ.ს. ისე კოუტინიოს რატო არ ყიდით თუ შემოსავალზე ფიქრობთ თუ კიდევ გაქვთ იმედი რომ რამე ღირებულს იზამს?

    ბაზარი არაა,ცოტა უნდა დააცადონ მაგ კაცს
    ფანი [?]
    #15 27 იანვარი 2021 09:50
    1
    კოლადო იმსახურებს ჯერჯერობით პირველ გუნდს, დანარჩენი დიდი ვერაფერი და ასევე არაუშავს ორელანასაც
    Culé [?]
    #14 27 იანვარი 2021 02:46
    5
    ისე ძაან შეარება კია ტრინკაოს და კლადოს შედარებ, ახალ მოსული ტრინკაო რომელიც ჯერ ბოლომდე ადაპტირებულიც კი არაა და კოლადო რომელიც აკადემიის გაზრდილია მაგრამ პირველ გუნდში ვერ მოხვდა. დიდი ბოდიში მწერალს მაგრამ კოლადოს გამო ტრინკაო რატო უნდა გავყიდოთ ? ღირებული არგუმენტია საჭირო, ტექნიკური თვალსაზრისით კოლადო ტრინკაოს ნახევარი არაა და 21 წლის ტრინკაოს ერთი წელი მაინც თუ აცლით იქ სადაც ჩამოყალიბებულ კოუტინიოს და გრიზმანს სამ სამი წელი აცადეთ კარგს იზამთ.
    პ.ს. ისე კოუტინიოს რატო არ ყიდით თუ შემოსავალზე ფიქრობთ თუ კიდევ გაქვთ იმედი რომ რამე ღირებულს იზამს?
    Culé [?]
    #13 27 იანვარი 2021 01:56
    0
    Don_Andresito,
    მაინც მგონია, რომ თუკი ორელანა-ვეინალდუმს შორიისაა არჩევანი გასაკეთებელი, ჯობს ჩვენი ბავშვი ამოვწიოთ და ავათამაშოთ, თანაც ვეტერანი ჰოლანდიელი საყრდენი არაა
    +30 კი არის ბუსი
    პიანიცა კი გასაყიდი იქნება
    წევრი [?]
    #12 27 იანვარი 2021 01:01
    0
    გასაშვწბია: ნეტუ ფირპო, ალბა, პიანიჩი, გრიზმანი, მარეუსი, კოუტინიო, ბრაითვეიტი.! მოვიდნენ: გარსია ვეინალდუმი დეპაი ალაბა, ბარსა-ბდან ამოვწიოთ ინიაკი ბალდე მორიბა და კონრადი
    Culé [?]
    #11 27 იანვარი 2021 00:41
    0
    მეტნაკლებად ყველას ვეთანხმები. უმტიტი არ უნდა გავუშვათ ოღონდ. დანარჩენები გასაყიდია ყველა.
    [?]
    #10 27 იანვარი 2021 00:16
    0
    ავტორ კარგი იდეაა, მარა დაცვის ცენტრზე რო წერ მანდ შეცდომა გაქ. არნაუ ტენასი მეკარეა, ცენტრალური მცველი არნაუ კომასია, უნიჭო არაა მარა ჯერ ჯერობით არც დიდი დონე აქვს, მინგესა გარსია არაუხო საკმარისია, დამატებული პიკე და ფრანგებიდან ერთ ერთი. ისე ორივეს გაშვებაც მოჟნა თუ უმტიტი ვერ ათამაშდა. თუ მოიხოდა და საერთოდ ძირითადის კაცი უნდა გახდეს, ხელფასი დაიკლოს ოღOნთ. პიანიჩი 100% გასაყიდია, ორეალიანა ძალიან ნიჭიერია, უნდა დაწინაურდეს მარა ვეინალდუმიც მოდისო და რავი. მორიბაც დაწინაუურდება მალე, ამიტო კოუტინიო უნდა წავიდეს. პედრი პუჩი შეავსებენ მაგ პოზიციას. ლენგლე რო გაგვაყიდინა, 40 მაინც ღირს უმტიტისგან განსხვავებით იმას ფასი არ აქვს. ფირპო - 10-12 მაინც, პიანიჩს 25 ად გავუშვებთ ალბათ. სავარაუდოდ ალენიასაც გაყიდიან 10 მდე მილიონად. ტრინკაოს გაშვება იჯარით ჯობს მარა გაყიდვით ეგეც ეღირება 20-25. ჯამში კარგი თანხაა. ჰოლანდისთვის გადაიკეცოს :D თან ფეხბურთელებს ხელფასი მისცენ თორე მაგარი არეულობა წავა
    ფანი [?]
    #9 27 იანვარი 2021 00:10
    0
    ადმინ უბრალოდ გადმოწერე გვარები? ორელიანას გარდა ყველა უნიჭობის ზეიმია. Ინიაკი პენია და არნაუ ტენასი არა შაშაკოლა
    Culé [?]
    #8 26 იანვარი 2021 23:32
    3
    ზაფხულში უეჭველი უნდა გავყიდოთ ეს ფეხბურთელები (მოვიშორებთ ნაგავს და თან კრიზისიდან ამოსვლაშიც დაგვეხმარება ფული)

    1.ფირპო
    2.ლენგლე (თუ უმტიტიმ კიდევ მიიღო ტრამვა ამ სეზონში მაშინ უმტიტი უნდა წავიდეს და ლენგლე დარჩეს ოღონდ სკამზე)
    3.პიანიჩი
    4.მატეუსი
    5.კოუტინიო
    6.ბრეიტვეიტი
    ფანი [?]
    #7 26 იანვარი 2021 23:28
    2
    ლანგლე წავიდეს.
    Culé [?]
    #6 26 იანვარი 2021 23:26
    1
    არნაუ კომასი და არა ტენასი, ტენასი მეკარეა
    კარგი ბიჭია არნაუ, თუ დაწინაურებაა, დიდი სიამოვნებით! მაგრამ გარსიას მოყვანა რაღა საჭიროა მაშინ?!
    პიკე 34 ხდება, მაქსიმუმ 1-2 წელი დარჩეს, ცვლილებაა საჭირო, მაგრამ მთლად ბავშვების იმედად ყოფნა არაა სწორი
    თუმცა პიკეს წასვლისას უკვე ბავშვები აღარ იქნებიან
    არაუხო-მინგესა-კომასი-გარსია უკვე სრულად საკუთარი გაზრდილი დაცვის ცენტრალური ხაზია, თუკი გავითვალისწინებთ, რომ დესტი ჯერ კიდევ 19 წლისა მოვიდა, ესე იგი აქ იზრდება, ასევე მირანდა-ბალდე და ჯანდრო ორელანა, რომელიც ძალიან მაგარი ბიჭია
    ალექს კოლადი კი უფასოდ შეასრულება იმ ფუნქციებს, რასაც 30 ლიმონად მოყვანილი ტრინკაუ
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 26 იანვარი 2021 23:11
    1
    ლენგლე და ფირპო არიან გასაშვები ბალდე უნდა დააწინაურონ და მინგესა
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    გულშემატკივარი [?]
    #4 26 იანვარი 2021 23:01
    0
    უნდა მიეცეთ შანსი ყველას, ესენი რომც არ გაყიდონ ხუთივე მაინც
    Culé [?]
    #3 26 იანვარი 2021 23:01
    1
    უმტიტი ლანგლედან ლანგლე უნდა წავუდეს მარა უმტიტიმ აღარ უნდა იტრავმოს თორე გაყვება. დანარჩენში ვეთანხმები..
    --------------------
    🗣Johan Cruyff:🗣
    ფეხბურთის თამაში მარტივია, თუმცა მარტივი ფეხბურთის თამაში - რთული"
    გულშემატკივარი [?]
    #2 26 იანვარი 2021 23:00
    0
    ციტატა: misha-1899-barsa
    *არნაუ ტენასი მეკარეა,ამიტომ მცველების ჩამნაცვლებელი ფიზიკრად ვერ იქნება

    არნაუ კომასია ბარსა ბ-ში, ალბათ მაგას გულისხმობდა ავტორი და გვარები აერია
    გულშემატკივარი [?]
    #1 26 იანვარი 2021 22:58
    1
    *არნაუ ტენასი მეკარეა,ამიტომ მცველების ჩამნაცვლებელი ფიზიკრად ვერ იქნება