MD: ერიკ გარსია "პარი სენ-ჟერმენსა" და "არსენალს" სურთ

MD: ერიკ გარსია "პარი სენ-ჟერმენსა" და "არსენალს" სურთ

"ბარსელონას" სატრანსფერო სამიზნის, ერიკ გარსიას, გადაბირებას ორი ევროპული გრანდი, პსჟ და "არსენალი", ეცდება.

Mundo Deportivo-ს თქმით, მიკელ არტეტასა და მაურისიო პოჩეტინოს ახალგაზრდა ფეხბურთელის შეძენა სურთ, თუმცა მას "ბარსელონასთან" პირადი ხელშეკრულების დეტალები უკვე შეთანხმებული აქვს. გარსიას მშობლიურ კლუბში დაბრუნება სურს.

დღეს, "ბარსელონაში" კარლეს ტუსკეტსსა და პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის გარსიას ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებები გაიმართება.

პარიზელთა რიგებში ტრანსფერის შემთხვევაში, ერიკ გარსია, შესაძლოა, ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში, "ბარსელონას" წინააღმდეგ, ვიხილოთ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #5 26 იანვარი 2021 18:06
    1
    ჩემი აზრით თუ3-4 მილიონზეა საუბარი ახლავე უნდა მოიყვანონ, პირველ რიგში ინიტომ რომ სეზონი დასკვვნით ფაზაში შედის, ძალიან დატვირთული გრაფიკია და ბევრი ტრამვიანობაა კლუბში, მერე მეორე ეს სეზონი დიდი ალბათობით ჩავარდება და ამიტომ ამ სეზონშივე ექნება სათამაშო დრო და მომდევნო სეზონს კარგ ფორმაში შეხვდება, მერე კიდევ გუნდს ძალიან უჭირს ფინანსურად და სხვა მაღალი დონის მცველის დამატება ფაქტობრივად გამორიცხულია
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 26 იანვარი 2021 17:16
    0
    ნეტა წაიყვანოს რომელიმემ
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    [?]
    #3 26 იანვარი 2021 15:59
    0
    ციტატა: BEQA BARCA
    ბარსააი უნდა მარა ჯერ გვყავს ხალხი დიდი ტიტულების მომგები ჩვენ არ ვართ ამ სეზონში ფულის გადყრას ჯობს ზაფხულშიი..

    ფულს გააჩნია, თუ 2-3 მილიონზეა ლაპარაკი მოვიდეს. ადაპტაციას გაივლის. ზაფხულში პიკეც რო დაბრუნდება, ლენგლე უმტიტიც რო იქნება და არაუხოც მერე სათამაშო დრო ან ექნება ან არა.
    Culé [?]
    #2 26 იანვარი 2021 14:12
    0
    ბარსააი უნდა მარა ჯერ გვყავს ხალხი დიდი ტიტულების მომგები ჩვენ არ ვართ ამ სეზონში ფულის გადყრას ჯობს ზაფხულშიი..
    --------------------
    🗣Johan Cruyff:🗣
    "ფეხბურთის თამაში მარტივია, თუმცა მარტივი ფეხბურთის თამაში - რთული"
    " ხარისხი შედეგის გარეშე უსარგებლოა. შედეგი ხარისხის გარეშე მოსაწყენი. "
    Culé [?]
    #1 26 იანვარი 2021 12:40
    2
    ბარსას აირჩევს დიდი ალბათობით, უბრალოდ ამათზეა დამოკიდებული თუ როდის მოინდომებენ გარსიას გაფორმებას.
    --------------------
    "ჩვენ ორი ვართ ქვეყანაზე, მე და ბარსა, მე და ბარსა!!!"