კუმანს ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე ფეხბურთელების გაშვება არ უნდა

კუმანს ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე ფეხბურთელების გაშვება არ უნდა

მოგეხსენებათ, მიმდინარე სეზონში რიკი პუჩისა და ჟუნიორ ფირპოს სათამაშო დროის დეფიციტის გათვალისწინებით, მათ წასვლაზე ცნობები აქტიურად ვრცელდებოდა.

ახლა კი, Diario Sport-ის ჟურნალისტის, ლუის მიგელსანსის ინფორმაციით, „ბარსელონას“ თავკაცი, რონალდ კუმანი ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე არცერთი ფეხბურთელის გაშვებას არ აპირებს.

შესაბამისად, არც პუჩი და არც ფირპო გუნდს იჯარის წესით არ დატოვებენ. რაც შეეხება მატეუს ფერნანდესს, რომელიც ნიდერლანდელის გეგმებში არ შედის, - ბრაზილიელი ერთადერთი მოთამაშეა, რომელიც, შესაძლოა, გაანათხოვრონ.

როგორც წყარო იტყობინება, ზემოხსენებული გადაწყვეტილება „ლურჯ-ბროწეულისფერთა“ რთულმა კალენდარმა განაპირობა. ამის გათვალისწინებით, 57 წლის სპეციალისტს როტაციისთვის ბევრი ფეხბურთელი სჭირდება.

შეგახსენებთ, ადრე ვრცელებოდა ცნობები, რომ ჟუნიორის იჯარით აყვანა „მილანს“ სურდა, თუმცა შეთანხმება არ შედგა. მიუხედავად იმისა, რომ ფირპო და პუჩი ძირითადი შემადგენლობის წევრები არ არიან, მათ კუმანი ალბათ სათასო დაპირისპირებებში გამოიყენებს. მაგალითისთვის, ორივე მათგანმა „კორნელიასთან“ კოპა დელ რეიზე გამართული მატჩი სასტარტოდან დაიწყო.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 13 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #13 26 იანვარი 2021 02:10
    1
    ასე მგონია რომ პუჩი თავისი ჟილკით და თამაშით ნელ-ნელა იპყრობს კუმანის გულს და სეზონის მეორე ნახევრაში პირველზე მეტი დრო ექნება
    [?]
    #12 26 იანვარი 2021 01:35
    4
    რატო ენდომება ტიპს სუარესი გააგდებინეს დეპაის მოგიყვანთო და მოატყუეს. რაკიტიჩი ვიდალი გაყარეს ვეინალდუმი მოვაო და ალოხეს. დესტიც პრიკუპში მოყვა თორე არ მოიყვანდნენ. სემედოში გადახდილი ფული რო არა. ამიტო არ უშვებს არავის
    საიტის ლეგენდა  [?]
    #11 26 იანვარი 2021 01:28
    1
    სულელი ნამდვილად არაა ბულდოგი, მართალია მუდო და ფლეგმაა, მაგრამ გამოსავალი ყველა ვარიანტში უნდა დაიტოვოს და უარეს შემთხვევიდან უნდა ამოვიდეს, დავუშვათ ალბა დაშავდა, ან პედრი-დე იონგს დაემართა რამე, ან პიანიჩს
    ან სულაც ბარათი მიიღო რომელიმემ ცუდ დროს, მაშინ რა უნდა ქნას?
    ფანი [?]
    #10 26 იანვარი 2021 00:55
    1
    ისეთი დატვირთული სეზონია ფაქტია სხვა შანსი არ გვაქ, ყიდვით ვერავის იყიდიან და ჯობია ზაფხულამდე თავი შეიკავონ, არავინ იცის ამ მომენტში რომელი ფეხბურთელი დაგვჭირდება იმდენი ტრამვებია რომ გამორიცხული არაფერია
    ფანი [?]
    #9 26 იანვარი 2021 00:54
    0
    ერთხელ შეაცდინაას გააშვებინეს მთელი გუნდიი აღარ შეჭამს მეორეთ
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 26 იანვარი 2021 00:28
    2
    ვერავის მოიყვანენ და გიჟი კი არაა ვინმე გაუშვას
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 26 იანვარი 2021 00:25
    1
    რაიოსთან გული მიგრძნობს ისევ 120 წუთი იქნება.
    Culé [?]
    #6 26 იანვარი 2021 00:13
    1
    არცერთი არაა გასაშვები. ყველა საჭიროა. ალბას რომ რამე მოუვიდეს, ან შტეგენს, შემცვლელი სჭირდებათ. დასვენებაც მოუწევთ ზოგჯერ. ასე რომ სანამ ვინმეს არ მოიყვანენ არავინ წავა.
    Culé [?]
    #5 26 იანვარი 2021 00:02
    1
    ფერნანდესი და ფიპო გასაყიდია პუჩი კი საჭიროა ბარსაშიი!!
    --------------------
    🗣Johan Cruyff:🗣
    "ფეხბურთის თამაში მარტივია, თუმცა მარტივი ფეხბურთის თამაში - რთული"
    " ხარისხი შედეგის გარეშე უსარგებლოა. შედეგი ხარისხის გარეშე მოსაწყენი. "
    Culé [?]
    #4 25 იანვარი 2021 23:52
    0
    El pistolero 9,
    კოუტინიო?
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 25 იანვარი 2021 23:41
    0
    გასაშვებთა სია:
    ნეტუ(ფულის პონტში)
    ემერსონი(რო გადმოვა ბეტისიდან გაყიდონ)
    ლენგლე
    ფირპო(ან ბერნატი უფასოდ ან ბალდე)
    ფერნანდესი(ეს საერთოდ რატო ვიყიდეთ)
    ბრაიტვაიტი.
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    Culé [?]
    #2 25 იანვარი 2021 23:38
    0
    ვერავინ მოყავთ და ბუნებრივია გაშვებასაც ეწინააღმდეგება, სხვა თუ არაგერი აშკარად ზედმეტად ბევრი ტრავმიანობაა გუნდში და არავინ იცის ვინ როდის გამოგვაკლდება, ამიტომ შეიძლება მოგვიწიოს მერე მინგესას მარჯვნივ დაყენება😕
    --------------------
    "ჩვენ ორი ვართ ქვეყანაზე, მე და ბარსა, მე და ბარსა!!!"
    Culé [?]
    #1 25 იანვარი 2021 23:26
    1
    ფერნანდესი სადაც გინდა იქ გაანათხოვრე და თუ გინდა სულ გაუშვი მაგრამ პუჩს ხელი არ ახლო.ისიც გეყოფა სუარესი რომ გაუშვი და ახლა ვის იმედად ვართ ბრეითუეიტის და გრიზმანის.