ლიონი დეპაის წასვლისათვის ემზადება
უკვე საიდუმლო აღარ არის, რომ კატალონიის "ბარსელონას" ერთ-ერთი უმთავრესი სამიზნე მემფის დეპაია.
კლუბის ფინანსურად რთული ვითარებიდან გამომდინარე, მემფისის ზამთარში გაფორმება დიდად სავარაუდო არ არის, თუმცა, ყველაფერი ზაფხულში მოგვარდება, როდესაც ფეხბურთელს "ლიონთან" ბოლოს გაფორმებული კონტრაქტი ამოეწურება.
Mundo Deportivo-ს ცნობით, ფრანგულ გუნდს დეპაის წასვლის შემთხვევაში, მისი ჩამნაცვლებელი უკვე ნაპოვნი ჰყავს. ისინი "ბრაგას" 26 წლის გარემარბის, რიკარდუ ორტას გადაბირებას შეეცდებიან.
ცნობილია, რომ კლუბმა პორტუგალიელებთან შეთანხმებას მიაღწია და ორტაში მხოლოდ 12 მილიონის გადახდა მოუწევს.
იმ შემთხვევაში, თუ მემფისი წასვლას იანვარშივე მოახერხებს, "ლიონი" ორტას იჯარის წესით აიყვანს და შემდეგ მის გამოსყიდვას შეეცდება.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]