ბარსას ლაუტაროს შესაძენად სახსრები არ ეყო
- 25-01-2021, 22:47
-
Tsitsi
- 10

მოგეხსენებათ, „ბარსელონას“ აწ უკვე ყოფილმა პრეზიდენტმა, ჟოზეპ მარია ბართომეუმ გუნდის ლეგენდარულ თავდამსხმელს, ლუის სუარესს „ბარსაში“ დარჩენის საშუალება არ მისცა და მადრიდის „ატლეტიკოში“ გაუშვა.
ახლა კი, Cadena SER-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გასულ ზაფხულში „ბლაუგრანა“ ცდილობდა, „ელ პისტოლერო“ მილანის „ინტერის“ თავდამსხმელით, ლაუტარო მარტინესით ჩაენაცვლებინა.
წყაროს ცნობით, მხარეებს შორის შეთანხმებაც კი შედგა, თუმცა კატალონიელებს ტრანსფერის განსახორციელებლად ფული არ ეყოთ, შესაბამისად, გარიგება ჩაიშლა და არგენტინელი „ნერაძურიში“ დარჩა.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ურუგვაელმა ლეგენდამ დიეგო სიმეონეს „როხიბლანკოს“ მიაშურა, სადაც შესანიშნავად გამოიყურება, ხოლო „ლურჯ-ბროწეულისფერთათვის“ ამჟამად მარტინ ბრეითუეიტი უტევს.
შეგახსენებთ, „ბარსელონას“ „ლიონის“ თავდამსხმელის, მემფის დეპაის გაფორმებაც სურდა, თუმცა კლუბს თანხმა კვლავაც არ აღმოაჩნდა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 10 ]