ყოველ ჯერზე, როდესაც მესი არ თამაშობს, ბარსელონა იგებს - უგო გატი
- 25-01-2021, 22:36
-
Tsitsi
- 15

არგენტინის ნაკრების ყოფილმა მეკარემ, უგო გატმა, რომელიც კატალონიის "ბარსელონას" ლიდერის, მესის გაკრიტიკებითაა სახელგანთქმული, ლეოს ამჯერადაც "უკბინა".
El Chiringuito-სთან ინტერვიუში ის "ლა პულგას" წითელ ბარათს გამოეხმაურა. ლეო ამის გამო 2-მატჩიანი ბანით დაისაჯა.
"ყოველ ჯერზე, როდესაც მესი არ თამაშობს, "ბარსელონას" მოგება სხვების ძალებზე დაყრდნობით მაინც შეუძლია.
ფეხბურთში მნიშვნელოვანი მოგებაა და მოგებასთან ერთად თუ კარგად ითამაშებ, უკეთესია.
ანუ, ყოველ ჯერზე, როდესაც მესი არ თამაშობს, "ბარსელონა" იგებს".
პრიმერა დივიზიონის უკანასკნელ მატჩში ლეომ ზემოხსენებული მიზეზის გამო მონაწილეობა ვერ მიიღო, თუმცა მისმა გუნდმა "ელჩეს" დამარცხება მაინც შეძლო.
აღსანიშნავია, რომ "ბლაუგრანა" ლიონელ მესის გარეშე უკვე ზედიზედ 12 მატჩია დაუმარცხებელია, აქედან 9 შემთხვევაში გუნდმა გამარჯვება მოიპოვა (3 ფრე).
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 15 ]