ქალების ელ კლასიკო 31 იანვარს გაიმართება
- 25-01-2021, 22:24
-
Tsitsi
- 7

ცოტა ხნის წინ დადასტურდა, რომ კატალონიის "ბარსელონასა" და "რეალის" ქალთა გუნდები ერთამენთს 31 იანვარს, თბილისის დროით, 15:00 საათზე დაუპირისპირდებიან.
მატჩი პრიმრა დივიზიონის ეგიდით გაიმართება, სადაც "ლურჯ-ბროწეულისფერთა" გოგონები "ლოს ბლანკოსის" გოგონებს 5 ქულით უსწრებენ (გასათვალისწინებელია ისიც, რომ ჩვენებს 2 მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული). "ბლაუგრანას" 2020/21 წლების სეზონში მოგებათა სუფთა სერია აქვს.
შეხვედრა "ესტადი იოჰან კრუიფზე" გაიმართება, სადაც ზემოხსენებულმა გუნდებმა გასულ წელს უკვე ითამაშეს. შეხვედრა "ბარსას" გამარჯვებით, ანგარიშით, 9-1 დასრულდა.
რაც შეეხება მიმდინარე სეზონში უკვე ჩატარებულ "კლასიკოს", ისიც კატალონიელთ გამარჯვებით (4-0) დასრულდა.
31 იანვარს გასამართი მატჩის ხილვა Barca TV-ზე და Barcamania.ge-ზე შეგიძლიათ.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]