რონალდ კუმანი მატჩის შემდეგ

რონალდ კუმანი მატჩის შემდეგ

კატალონიის "ბარსელონა" ცოტა ხნის წინ "ელჩეს" დაუპირისპირდა და ანგარიშით, 2-0 სძლია. შეხვედრის შემდეგ გუნდის მთავარი მწვრთნელი, რონალდ კუმანი მედიასთან საუბრობს:

მატჩის სტარტიდანვე ძალიან კონცენტრირებული გუნდი ვიხილე, რომელიც ბურთის ფლობაში დომინირებდა. მართალია, რომ მეტოქე თავს კარგად იცავდა, მაგრამ დღევანდელი გამარჯვების მთავარი ფაქტორი ბურთის გარეშე მოძრაობა იყო.
რა თქმა უნდა, პუჩის გოლი მომეწონა. სათამაშო დროის დეფიციტის მიუხედავად, როცა მოედანზეა, თამაშით ყოველთვის სიამოვნებას იღებს და აჩვენებს, რომ შეუძლია ამ კლუბის მომავალი იყოს. ამ გოლმა მატჩის ბედი გადაწყვიტა, რაც უმნიშვნელოვანესი იყო.
შეხვედრის განმავლობაში 10-15-წუთიანი მონაკვეთი ვიხილეთ, როცა "ბარსამ" ზეწოლა შეამცირა და დაცვაში დიდი შეცდომა დაუშვა. კარგია, რომ შესანიშნავი მეკარე გვყავს, რომელმაც ეს გამოასწორა. წინააღმდეგ შემთხვევაში, "ელჩე" წონასწორობას აღადგენდა.
მომწონს, რომ პუჩი არ ნებდება. იმ მოთამაშეებმა, რომელთაც ბევრი სათამაშო დრო არ აქვთ, უნდა აჩვენონ, რომ ამას იმსახურებენ.
ჩვენი ნახევარდაცვა დე იონგთან, პედრისთან და ბუსკეტსთან ერთად საუცხოოდ გამოიყურება. გუნდი გაუმჯობესდა. ასევე, გვყავს პიანიჩი და პუჩი, რომლებიც საკმაოდ გვეხმარებიან.
ვფიქრობ, რთული პერიოდი გვიდგას და მოკლე მონაკვეთში ბევრი მატჩის ჩატარება გვიწევს. ყოველ 3 დღეში თამაში და ისეთი გუნდების წინააღმდეგ გამოსვლა, რომლებსაც მოსამზადებლად მთელი კვირა აქვთ, რთულია.
მათთვის გოლის გატანა პრობლემას წარმოადგენს, რადგან უკანახაზში ბევრი ფეხბურთელი ჰყავთ. მაგრამ, მოთმინებას ვინარჩუნებთ და პრესინგს მივმართავთ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 23 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #23 25 იანვარი 2021 11:05
    0
    აზზე არაა ეს Kაცი არა!!!!!!უფსკრულისკენ მიყავს გუნდი Dა ვერ ხვდებიან,,
    ფანი [?]
    #22 25 იანვარი 2021 10:25
    2
    პუჩიმ იმდენი ქნა რომ მაინც მოაწონა მგონი თავი კუმანს, ნახევარდაცვა მართლაც კარგად გამოიყურება მაგრამ კიდე უფრო მეტი შეუძლიათ, კარგი იყო უმტიტი, ასე ნელ ნელა ისევ თუ ჩადგება ფორმაში, შეტევაში მიუხედავად ამდენი მომენტისა რაღაც უფანტაზიო შემტევები გვყავს, დემბელეს მეტი არცერთი არ ცდილობს გამწვავებას და მეტოქეზე თამაშს, ტრინკაუ მართლა კარგად შემოვიდა, შეეძლო გოლის გატანა თუმცა ისევ არ გაუმართლა არადა ერთი გოლი ზალიან მაგრად მოაფხიზლებს და მოიყვანს ჭკუაზე
    Culé [?]
    #21 24 იანვარი 2021 23:59
    2
    Trincaos magrad AR umartlebs raburtebi augo
    Culé [?]
    #20 24 იანვარი 2021 23:55
    3
    ხოდა ეგ 10-15 წუთიანი ჩავარდნები უნდა აღმოფხვრა კუმან ზუსტად! მაგ პერიოდში ვიღებთ ხოლმე გოლს და მერე სულ ჩამოიქცევა გუნდი. სულ ტერშტეგენი ვერ გადაგვარჩენს და კეთილი უნდა ინებონ გარეთ მოთამაშეებმა და არ მოდუნდნენ. შეიძლება არ შეუტიო მაგრამ თავი დაიცვა კარგად და ეს უნდა ისწავლონ ჩვენებმაც ზუსტად!!!!
    --------------------
    "ჩვენ ორი ვართ ქვეყანაზე, მე და ბარსა, მე და ბარსა!!!"
    საიტის ლეგენდა  [?]
    #19 24 იანვარი 2021 22:58
    1
    ციტატა: basa7
    ციტატა: Bakero
    დე ლაფუენტეს შანსი მიეცი შე ხისთავა ხომ ხედავ შეტევაში გვიჭირს .....ტრინკაო დღეს პირველად მომეწონა კარგად შემოვიდა

    ტრინკაოს ტყუილად ლანძღავენ, ადაპტირება გაუჭირდა მაგრამ მომავალ წელს სასიამოვნოდ გაგვაოცებს მგონია, ფელიშიც ეგრე არ იყო შარშან? სხვა სტილის ჩემპიონატიდან მოვიდნენ

    ეგ ხო მართალი ხარ სხვა ჩემპიონატიდან მოსულია ორივე თან ტრინკაოსთვის უფრო რთულია ადაპტაცია ბარსელონაში ვიდრე ფელიშესთვის ატლეტიკოში მაგრამ მწვრთნელი რისთვის არის გუნდში ?!
    გულშემატკივარი [?]
    #18 24 იანვარი 2021 22:57
    3
    მემგონი პუჩი თანდათან კუმანის ნდობას მოიპოვა
    Culé [?]
    #17 24 იანვარი 2021 22:26
    3
    სულ პუჩზერომ ეკითხებიან🤣🤣 ორგანულად ვერიტანს ამ ბავშვს მარა ეს ბავშვი იქნება რომ გაისტუმრებს ამას გუნდიდან
    Culé [?]
    #16 24 იანვარი 2021 22:18
    0
    ციტატა: RiquiPuig
    კუმანის პირველი კომენტარი,სადაც რიკი შეაქო😂
    შეიძლება ძირითადში არა,მაგრამ დრო იმასე მეტი უნდა ეძლეოდეს ვიდრე აქვს,დღეს რასაც ვუყურებდი პედრი ძაან დაღლილია,არის მომენტები ბურთს ვერ აჩერებს და მე-60 წუთზე უკვე,ფაქტობრივად ჩამოსვლას ვეღარ ასწრებს შეტევის დროს..კარგი იქნება თუ დაასვენებს რაიოსთან..
    ტრინკაომ 20წუთში იმაზე მეტი გააკეთა,ვიდრე დემბელემ 70წუთში,ბრეითვეითი საერთოდ რომ არ ყოფილიყო და 10 კაცით გვეთამაშა არაფერი შეიცვლებოდა,ბუსი დაღლილი იყო და დასვენებას იმსახურებს,ვალეკანოსთანაც დაასვენოს ბულდოგამ და მორიბას მისცეს კიდევ ერთი შანსი..გრიზმანის თამაში არაფერში არ ჯდება და ჩემი აზრით,სეზონის ბოლოს უნდა წავიდეს,ნეტავ ათამაშდეს,მაგრამ არ მჯერა მაგის.ლენგლე აღარ დავინახო ძირითადში,უნდა შეთამაშდეს არაუხო უმტოს დუო,ამათ მერე რობერტო,ფატი დაემატებათ და რაღაც გამოვა ჩემი აზრით,მთავარია გუნდი არ გადაიწვას..
    პსჟსთან ეს ოპტიმალური ვარიანტი მგონია:
    ტერი
    დესტი-არაუხო-უმტო-ალბა
    ------------ბუსი-------------
    დეიონგი--პედრი
    ლეო-------ფატი------დემბელე
    ფატის შეუძლია პარალელურად მარცხნივ გადავიდეს,დემბო მარჯვნივ და მესი ცრუ ცხრიანზე დადგეს,ჩემი აზრით ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია ამ შემადგენლობის გათვალისწინებით.

    გრიზმანი კარგია მაგრამ არ არი ბარსას სტილის და მითუმეტეს ფორვარდი (9 -ინი) და რომც მოიხოდოს ჩემი აზრით არ გირს დატპვება ვფიქრობ მოიხოდოს და კარგად გაიყიდოს რომ მაგარი 9 - იანი დაითრიოს ბარსამ
    Culé [?]
    #15 24 იანვარი 2021 22:07
    3
    ციტატა: Bakero
    დე ლაფუენტეს შანსი მიეცი შე ხისთავა ხომ ხედავ შეტევაში გვიჭირს .....ტრინკაო დღეს პირველად მომეწონა კარგად შემოვიდა

    ტრინკაოს ტყუილად ლანძღავენ, ადაპტირება გაუჭირდა მაგრამ მომავალ წელს სასიამოვნოდ გაგვაოცებს მგონია, ფელიშიც ეგრე არ იყო შარშან? სხვა სტილის ჩემპიონატიდან მოვიდნენ
    Culé [?]
    #14 24 იანვარი 2021 22:05
    2
    ეს კუანი უკვე ნერვებზე მოქმედებს, პუჩის რას ერჩის ვერ ვხვდები. ბრაითვაიტი და გრიზმანი საერთოდ რას აკეთებენ სტადიონზე დაითვალოს!
    Culé [?]
    #13 24 იანვარი 2021 22:04
    2
    თუ სარგებელი აქ პუჩს ათამაშე შე კაი კაცოოოო!!
    --------------------
    🗣Johan Cruyff:🗣
    "ფეხბურთის თამაში მარტივია, თუმცა მარტივი ფეხბურთის თამაში - რთული"
    " ხარისხი შედეგის გარეშე უსარგებლოა. შედეგი ხარისხის გარეშე მოსაწყენი. "
    ფანი [?]
    #12 24 იანვარი 2021 22:01
    3
    ციტატა: Ak47
    ამ გუნდს ყავს ძალიან ბევრი ახალგაზრდა SUPER-ტალანტი. უბრალოდ მოფრთხილება ხელის შეწყობა და განვითარება უნდა ამ ყველაფერს. მარტო ფატი და პედრი საკმარისია ტალანტების ხსნებეისას მარა დეიონგი პუჩი არაუხო ( ესენი განსაკუთრებით) დესტი დელაფუენტე კოლიადოც მაგარი ბიჭია რაც მინახავს იქ მორიბა წინა თამაშში რო ათამაშა მინგესასგანაც შეიძლება ნორმალური მცველის დაყენება და რავიცი მეტი რაღა უნდა გუნდს? ერთ მარცენა მცველს მოიყვანენ როგორმე და ფინიშერად ჰოლანდი იყიდონ და ეგაა სწორი მწვრთნელით და სწორი მენეჯმენტით ძალიან დიდი შანსია ბარსელონას კიდევ ერთი ოქროს თაობა ვიხილოთ. დარწმუნებულივარ ლამასიაში კიდე იქნებიან ნიჭიერი ბიჭები ვინც ჩვენ არ ვიცით და იმედია მიცემენ გასაქანს :) არაუხო ისეთი ტიპია მგონია რო კაპიტანი უნდა იყოს მომავალში ეგ ბიჭი :)

    იმინა რისი დაწერაც მინდოდა ყველაფერი დაწერე😁 არ დავწერ არაფერს 🙂 ჰოლანდი დაიდოს ლაპორტა. იდეალურ ვარიანტში + ალაბა და დეპაი გარსიაც. ვსიო მომავალი 6-8 წელი დომინანტი გუნდი ვიქნებით მსოფლიოში.
    Culé [?]
    #11 24 იანვარი 2021 21:55
    0
    ციტატა: Gia grigalavas ფან-კლუბი
    კაკაბაძე ათრია დინამო არენაზე საქართველო-დანიის მატჩში და მიტო მეტი მიზეზი რად გინდა?

    ალბათ მაგ მატჩზე ეყარნენ ეგ და ბართომეუ თორე ან მოყვანის მიზეზი რა იყო ან მაგის თამაშის კაკაბაძის თრევის იქეთ მაინც არ მესმის :D
    Culé [?]
    #10 24 იანვარი 2021 21:50
    2
    ჰოდა თუ შენი პირით აღიარებ რომ პუჩის ყოფნას მოედანზე სარგებლობა მოაქვს და გუნდისთვის დამხმარე ძალაა მეტი სათამაშო დრო მიეცი.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #9 24 იანვარი 2021 21:50
    3
    ხოდა გაუზარდე სათამაშო დრო შე რეგვენო
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    გულშემატკივარი [?]
    #8 24 იანვარი 2021 21:46
    4
    კუმანის პირველი კომენტარი,სადაც რიკი შეაქო😂
    შეიძლება ძირითადში არა,მაგრამ დრო იმასე მეტი უნდა ეძლეოდეს ვიდრე აქვს,დღეს რასაც ვუყურებდი პედრი ძაან დაღლილია,არის მომენტები ბურთს ვერ აჩერებს და მე-60 წუთზე უკვე,ფაქტობრივად ჩამოსვლას ვეღარ ასწრებს შეტევის დროს..კარგი იქნება თუ დაასვენებს რაიოსთან..
    ტრინკაომ 20წუთში იმაზე მეტი გააკეთა,ვიდრე დემბელემ 70წუთში,ბრეითვეითი საერთოდ რომ არ ყოფილიყო და 10 კაცით გვეთამაშა არაფერი შეიცვლებოდა,ბუსი დაღლილი იყო და დასვენებას იმსახურებს,ვალეკანოსთანაც დაასვენოს ბულდოგამ და მორიბას მისცეს კიდევ ერთი შანსი..გრიზმანის თამაში არაფერში არ ჯდება და ჩემი აზრით,სეზონის ბოლოს უნდა წავიდეს,ნეტავ ათამაშდეს,მაგრამ არ მჯერა მაგის.ლენგლე აღარ დავინახო ძირითადში,უნდა შეთამაშდეს არაუხო უმტოს დუო,ამათ მერე რობერტო,ფატი დაემატებათ და რაღაც გამოვა ჩემი აზრით,მთავარია გუნდი არ გადაიწვას..
    პსჟსთან ეს ოპტიმალური ვარიანტი მგონია:
    ტერი
    დესტი-არაუხო-უმტო-ალბა
    ------------ბუსი-------------
    დეიონგი--პედრი
    ლეო-------ფატი------დემბელე
    ფატის შეუძლია პარალელურად მარცხნივ გადავიდეს,დემბო მარჯვნივ და მესი ცრუ ცხრიანზე დადგეს,ჩემი აზრით ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია ამ შემადგენლობის გათვალისწინებით.
    Culé [?]
    #7 24 იანვარი 2021 21:46
    3
    ამ გუნდს ყავს ძალიან ბევრი ახალგაზრდა SUPER-ტალანტი. უბრალოდ მოფრთხილება ხელის შეწყობა და განვითარება უნდა ამ ყველაფერს. მარტო ფატი და პედრი საკმარისია ტალანტების ხსნებეისას მარა დეიონგი პუჩი არაუხო ( ესენი განსაკუთრებით) დესტი დელაფუენტე კოლიადოც მაგარი ბიჭია რაც მინახავს იქ მორიბა წინა თამაშში რო ათამაშა მინგესასგანაც შეიძლება ნორმალური მცველის დაყენება და რავიცი მეტი რაღა უნდა გუნდს? ერთ მარცენა მცველს მოიყვანენ როგორმე და ფინიშერად ჰოლანდი იყიდონ და ეგაა სწორი მწვრთნელით და სწორი მენეჯმენტით ძალიან დიდი შანსია ბარსელონას კიდევ ერთი ოქროს თაობა ვიხილოთ. დარწმუნებულივარ ლამასიაში კიდე იქნებიან ნიჭიერი ბიჭები ვინც ჩვენ არ ვიცით და იმედია მიცემენ გასაქანს :) არაუხო ისეთი ტიპია მგონია რო კაპიტანი უნდა იყოს მომავალში ეგ ბიჭი :)
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 24 იანვარი 2021 21:46
    4
    დე ლაფუენტეს შანსი მიეცი შე ხისთავა ხომ ხედავ შეტევაში გვიჭირს .....ტრინკაო დღეს პირველად მომეწონა კარგად შემოვიდა
    Culé [?]
    #5 24 იანვარი 2021 21:44
    6
    ბრეითვეიტი რატო გყავს დასობილი 90 წუთი, მზეთუნახავია და თვალს ვერ აცილებ თუ სივრცეებს გიხსნის ტვინში?
    ფანი [?]
    #4 24 იანვარი 2021 21:43
    2
    რიკის გოლზე რაღაცნაირად დაიბღვირასავით თუ მე მომეჩვენა?
    კარგად კი ულაპარაკია, იმედია გაუზრდრის დროს